სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Wizz Air მარტში 40-მდე მიმართულების ფრენების აღდგენით ბრუნდება

გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანია Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ანდრაშ რადო სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

როგორც ის აცხადებს, კომპანია მარტში ბრუნდება და გეგმაში იმ 40-მდე მიმართულების ფრენების აღდგენაა, რომელზეც Wizz Air-ი ​პანდემიამდე დაფრინავდა.

“ჩვენ მთავრობასთან დიალოგის მუდმივ რეჟიმში ვართ. ყოველთვის გვაქვს მათთან მოლაპარაკებები. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ძალიან მოხარულები ვართ იმით, რომ შეგვიძლია დაბრუნება და ოპერირების განახლება. ოპერირების განახლებას ჩვენ მარტში ვგეგმავთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი მაინც იმ შეზღუდვებზე იქნება დამოკიდებული, რომელიც იმ დროისთვის იმოქმედებს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში“,- ამბობს ანდრაშ რადო.

კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან არც ახალი მიმართულებების დამატებას გამორიცხავს.

„გვსურს, ყველა მიმართულება აღვადგინოთ და რამდენიმე ახალიც დავამატოთ. მაგრამ ამაზე საუბარი რელევანტური მარტში იქნება“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100