სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა ამოიღეს სამართალდამცველებმა ბაჩალიაშილის სახლიდან და გახდება თუ არა ის მთავარი მტკიცებულება ბურუსით მოცულ საქმეში?

ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე - თამარ ბაჩალიაშილის სახლში საგამოძიებო ქმედებები ჩატარდა.
ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, რომელიც საგამოძიებო ქმედებებს კარკვეულ ზედამხედველობას უწევდა აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ამოიღეს კომპიუტერთან დაკავშირებული ტექნიკური მოწყობილობები.
სავარაუდოდ ამოღებულ ნივთებს შორის ერთ-ერთი როუტერია, რომელიც კონკრეტული მოწყობილობის ინტერნეთთან კავშირს უზრუნველყოფს და შესაძლოა, რომ ეს როუტერი იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი და ამით შეიძლება დადგინდეს, მოხდა თუ არა თამარ ბაჩალიაშილის კომპიუტერში უკანონოდ შეღწევა.
ამასთან, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაბარებულია გარდაცვლილი პროგრამისტის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.
"დაიკითხა ქალბატონი თეონა ,როუტერი წაიღეს, გარდა ამისა დღეს 5-საათზე დაბარებულია შსს-ში ბატონი ჯუმბერი, იმიტომ რომ აქ გაქრკვეული ფაქტები დაფიქსირდა და ვინ არიან ის პირები, რომლებიც ავტომობილებით შემოდიან და მოსახლეობაზე გარკვეულ ზეწოლას ახდენენ" - განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100