სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

IDFI - 2013-2018 წლებში ოჯახში ძალადობის 6464 ფაქტი დაფიქსირდა

2013-2018 წლებში საქართველოში, ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი თბილისში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში და კახეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ IDFI- მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული, რომელიც 2013-2018 წლებში ოჯახში ჩადენილ დანაშაულებს ეხება. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თანახმად, დანაშაულთა სახეობების მიხედვით ყველაზე მეტი, 6 464 ძალადობის შეთხვევა დაფიქსირდა. 2013-2018 წლებში 172 ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი, ხოლო 89 მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობის სტატისტიკურ მონაცემებს რეგიონების მიხედვით, სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი 1779 შემთხვევა თბილისში, 1106 შემთხვევა იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში, 784 კახეთში, 702 ფაქტი ქვემო ქართლში, 648 შემთხვევა კი აჭარაში დაფიქსირდა. ამავე პერიოდში ყველაზე ნაკლები დანაშაული, კერძოდ, 187 შემთხვევა დაფიქსირდა გურიაში.

IDFI- მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2015 წლიდან ყოველწლიურად 50%-ით იზრდებოდა ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენობა. კერძოდ, 2015 წელს დაფიქსირდა 901 შემთხვევა, 2016 წელს - 1416, 2017 წელს - 2192. 2018 წლის პირველ კვარტალში 1163 შემთხვევა.


IDFI- ანგარიშის თანახმად, რაც შეეხება დანაშაულის გახსნას, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ მხრივ 2015 წელს დაფიქსირდა, როდესაც მომხდარი დანაშაულების 90% პოლიციამ გახსნა, 2016 წელს კი ამ მაჩვენებელმა მკვეთრად იკლო და 70%- ჩამოსცდა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი მცირდით გაუმჯობესდა, 2018 წლის პირველ კვარტალში ოჯახში ძალადობის დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი კი უკვე 60%-ია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100