სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილული მამაკაცი ბიზნესმენია

„დრონი.ჯი“ უკვე იტყობინებოდა თბილისში, „ქარვასლის“ უკან, ზაზიაშვილის ქუჩაზე წუხელ მომხდარი მკვლელობის შესახებ, როცა გამვლელებმა „მერსედეს ML”-ის ჯიპში მყოფი მამაკაცის სხეულის მდებარეობა საეჭვოდ მიიჩნიეს და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

მანქანის უკანა სავარძელზე მყოფი მამაკაცი გარდაცვლილი აღმოჩნდა. მას სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მათგან ერთი ე.წ. საკონტროლო გასროლა იყო. გამთენიისას გაირკვა, რომ მოკლული მამაკაცი ბიზნესმენი ავთანდილ ადუაშვილია. ის უცნობმა პირმა/პირებმა საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს. მკვლელობის მოტივების შესახებ ჯერჯერობით დაზუსტებული მონაცემები არ არსებობს.

ადგილობრივ მცხოვრებლებს სროლის ხმა არ გაუგიათ და ვარაუდობენ, რომ მკვლელობა სხვაგან მოხდა, თუმცა, არ გამოირიცხება, რომ მკვლელმა მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ კრიმინალისტები. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100