სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცოლის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გიორგი კავლელაშვილს ბრალდება წარედგინა

თბილისში, მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გიორგი კავლელაშვილს ბრალდება წარედგინა. საქმე ეხება ვარკეთილში 27 წლის ქეთევან ედიბერიძის სასტიკ მკვლელობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 იანვარს, თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა დანით გულმკერდის არეში ჭრილობები თავადაც მიიყენა, იგი ამჟამად მოთავსებულია საავადმოყოფოში და გადის შესაბამის მკურნალობას.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს"- წერია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100