სოფო ბედიას ქმარი დაიღალა - აი, რაზე ალაპარაკდა მიშა მესხი
"შუტკა"- სოფო ბედიას ქმარი, უკვე მოძველებულია და დროა ხალხმა სხვა რამეზე იხუმროს - საზოგადოების მიერ დამკვიდრებულ მეტსახელზე საუბრით უკვე დაიღალა მიშა მესხი და ამის შესახებ მან გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი" ისაუბრა.
"ვფიქრობ ეს ხუმრობა უკვე მოძველებულია, აი მაგალითად რომ იყო "აბა თქვი აა და რეკლამაა" უკვე ასეა. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანების პრობლემაა, რომ ამ ტექსტებიდან ვერ გამოვიდნენ, მიმაჩნია, რომ ვინც ამაზე კიდევ ხუმრობს, მეტი იუმორი უბრალოდ აღარ აქვთ",- აღნიშნა მიშა მესხმა.
კომენტარი