სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გალის რაიონის რუსული ბაზები 7.000 კაცზეა გათვლილი

გალის რაიონის სამხედრო ბაზები 7 000 კაცზეა გათვლილი.

როგორც "პირWელს" გალის რაიონიდან აცნობეს, რამდენიმე ბაზა ექსპლუატაციაში უკვე შევიდა.

"რამდენიმე ბაზა უკვე ჩაიბარეს. მუშების ჯგუფი, რომელიც ჩეჩნებით და ინგუშებით იყო დაკომპლექტებული, უკვე გაიყვანეს, უახლოეს დღეებში კი შესახლების პროცესი დაიწყება. როგორც ერთ-ერთი სოფლის გამგებელმა აღნიშნა, სულ გალის რაიონის ტერიტორიაზე მოწყობილ ბაზებზე 7 000 სულის ჩამოყვანა იგეგმება", - განუცხადა "პირWელს" წყარომ.

აღსანიშნავია, რომ სამხედრო ბაზებზე საცხოვრებელი ფართები მხოლოდ ოფიცრების ოჯახებზეა გათვლილი. სულ გალის რაიონის ბაზებზე 150 ოფიცრისა და მათი ოჯახის წევრების, ასევე მომსახურე პერსონალის ჩაყვანა იგეგმება.

როგორც "პირWელთან" საუბარში კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, თავდაპირველად გალის რაიონსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ერთიანად 7000 კაცზე გათვლილი ბაზების მშენებლობა იყო დაგეგმილი.

"საუბარი იყო 3500-3500 ადამიანზე გალის რაიონსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, მაგრამ რუსეთის დაპირებები არასდროს იყო სანდო და ის ოკუპირებულ რეგიონებში იმ რაოდენობის სამხედროებს ჩააყენებს, რამდენსაც მოისურვებს. საუბარია როგორც სამხედროებზე, ასევე ოფიცრების ოჯახებზე. ამ ეტაპზე კი აფხაზეთის ახლადარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის ინაუგურაციასთან დაკავშირებით რუსეთი ცდილობს, ყველაფერი მოასწროს", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100