57 წლის ჰიუ გრანტი ქორწინდება
მსახიობი ჰიუ გრანტი 57 წლის ასაკში პირველად დაიწერს ჯვარს. მისი რჩეული 39 წლის ანა ებერშტაინია. როგორც ყვითელი პრესა იტყობინება, ქორწილი სულ რაღაც ერთ თვეში გაიმართება.
"ჰიუს არც ერთი მეგობარი აღარ ფიქრობდა, რომ ეს დღე ოდესმე დადგებოდა. ის ძალიან მალე არა მარტო პენსიონერი გახდება, არამედ დაოჯახებული პენსიონერი" - აცხადება მსახიობის ერთ-ერთი მეგობარი ჟურნალისტთან საუბრისას.
წყვილი უკვე 6 წელია, რაც ერთად არის. ამ დროის განმავლობაში მათ უკვე ორი შვილი ეყოლათ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რამდენიმე წლის წინ ჰიუ მსახიობ და მოდელ ელიზაბეთ ჰარლისთან იმყოფებოდა სამოქალაქო ქორწინებაში. მათ ერთად 13 წელი იცხოვრეს, ოჯახის დანგრევის მიზეზი კი გრანტის ღალატი გახდა, რომელიც ლიზ ჰარლიმ ძალიან რთულად გადაიტანა, ისევე, როგორც მათი დაშორება.
კომენტარი