სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიკა ქავჟარაძის გამოფენიდან მსახიობის თაყვანისმცემელმა ლიკას პორტრეტი გაიტაცა

მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ, 19 ოქტომბრის საღამოს მისი ნახატების გამოფენა გაიხსნა, რომელზეც ლიკას ნამუშევრების გარდა წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მხატვრების მიერ დახატული ქავჟარაძის პორტრეტები. გამოფენაზე ერთი ინციდენტი მოხდა - უცნობმა ადამიანმა ლიკას პორტრეტი გაიტაცა და გაქცევას შეეცადა, თუმცა დაცვამ დროზე მოახერხა მისი შეჩერება და ნახატის დაბრუნება. როგორც აღმოჩნდა, "პორტრეტის ქურდი" ლიკას დიდი თაყვანისმცემელი იყო და სურდა, სამახსოვროდ დარჩენოდა საყვარელი მსახიობის პორტრეტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100