სირაძემ ნაკრები და ქეცბაია გადაარჩინა
3 მარტი ალბათ ერთ-ერთ სასიამოვნო დღედ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში: საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებებმა ერთდროულად მოიგეს, რაც, სამწუხაროდ, ძალიან დიდ იშვიათობად იქცა ჩვენთვის.
ახალგაზრდებმა ევრო-შესარჩევ მატჩში 2:0 დაამარცხეს ესტონელი თანატოლები. გოლები რევაზ ბარაბაძემ და ჯანო ანანიძემ გაიტანეს და ამით ფინალურ ეტაპზე მოსახვედრი შანსი შეუნარჩუნეს გუნდს.
მართალია, ამხანაგური, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო ეროვნულმა გუნდმაც – თემურ ქეცბაიას სადებიუტო შეხვედრა წარმატებული გამოდგა – 2:1 ესტონეთის მთავარ ნაკრებთან. ეს იყო ჩვენი გუნდის პირველი გამარჯვება 2008 წლის აგვისტოს შემდეგ! მაშინ უელსს სტუმრად ასეთივე ანგარიშით ვაჯობეთ...
მართალია, ამხანაგური, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო ეროვნულმა გუნდმაც – თემურ ქეცბაიას სადებიუტო შეხვედრა წარმატებული გამოდგა – 2:1 ესტონეთის მთავარ ნაკრებთან. ეს იყო ჩვენი გუნდის პირველი გამარჯვება 2008 წლის აგვისტოს შემდეგ! მაშინ უელსს სტუმრად ასეთივე ანგარიშით ვაჯობეთ...
ეროვნული ნაკრები ახლიდან შენდება - ქეცბაიამ ბევრი ისეთი ფეხბურთელი დააბრუნა გუნდში, რომლებსაც მისი წინამორბედი, არგენტინელი ჰექტორ რაულ კუპერი რატომღაც არ სწყალობდა. ალბათ ამის ბრალიც იყო, ქართველებს შეუთამაშებლობა რომ ეტყობოდათ და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე გატანილი გოლითღა მოიგეს. ჩვენებიდან გოლებით ლევან კობიაშვილი (პენალტი) და დავით სირაძე გამოირჩნენ.
მოკლედ, ქეცბაიამ მოგებით დაიწყო და გულშემატკივარსაც იმედი ჩაუსახა. ახლა ყველა სულმოუთქმელად ელოდება მომდევნო ამხანაგურ შეხვედრებს, სექტემბრიდან კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიც დაიწყება...
„კარგია, რომ მოვიგეთ, თუმცა, ცხადია, თამაშის ხარისხით უკმაყოფილო ვარ. ახლა არ ვაპირებ რომელიმე ფეხბურთელის გამორჩევას ან პირიქით, გაკრიტიკებას, თუმცა იმას კი გეტყვით, რომ რამდენიმესგან აშკარად მეტს მოველოდი. სამუშაო ჯერაც ბევრი გვაქვს და იმედია, ნაკლს მალე გამოვასწორებთ“ - ასეთი კომენტარი გააკეთა ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ.
და ერთიც: ესტონეთთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელებმა 7600 ლარი ჩარიცხეს ვანკუვერში, ოლიმპიადისწინა ვარჯიშზე ტრაგიკულად დაღუპული მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ფონდში.
კომენტარი