“ჯი-ემ-პი“-მ კიდევ ერთხელ წარადგინა საქართველო ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენა CPHI - ზე
4 ოქტომბერს ქ. ბარსელონაში მორიგი ყოველწლიური საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა CPHI გაიხსნა, რომელზეც უკვე მეორედ, “ჯი-ემ-პი”-მ წარადგინა საქართველო როგორც ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა.
CPHI მსოფლიო მოვლენაა, რომელზეც თავს იყრიან ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლები სხვადსხვა ქვეყნებიდან, წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილია 2500 კომპანია 150 ქვეყნიდან, გამოფენას უკვე დაესწრო 30 000-ზე მეტი ვიზიტორი.
ამ გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ფარმაცევტული სფეროს პოპულარიზაციისკენ. მსოფლიოს სხვადსხვა წამყვანი კომპანიების გვერდით ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმომ „ჯი-ემ-პი“თავისი პროდუქცია წარადგინა და წელსაც ვიზიტორთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. დაიდო ახალი შეთანხმებები წამყვან ევროპელ მწარმოებლებთან.
„წინა წლების შედეგებმა გვაჩვენა, რომ გამოფენაზე მიღწეული შეთანხმებები მყარ საფუძველს წარმოადგენს “ჯი-ემ-პი”-ს პროდუქციის სხვადსხვა ქვეყნების ბაზრებზე გატანისა და დანერგვისთვის. მსოფლიო მნიშვნელობის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია “ჯი-ემ-პი”-ს ლოკალურიდან გლობალურ კომპანიად ჩამოყალიბებაში“- აცხადებენ „ჯი-ემ-პი“-ში.
კომენტარი