სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიოს ნომერ პირველი მოდური ჟურნალი ქართველ გოგონებზე წერს

„ყველა საუკეთესო ახალი “it girl” საქართველოდანაა (ქვეყანა და არა შტატი)“ - სტატიას ამ სათაურით მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი მოდური ჟურნალის ვოგი აქვეყნებს.

(ცნობისთვის it girl - ის გოგო, ეს ტერმინი გამოიყენება ლამაზი, მოდური გოგონების მისამართით, რომლებსაც აქვთ სტილის შეგრძნება და გამოიყურებიან სექსუალურად სექსუალურობის დემონსტრირების გარეშე. ეს ტერმინი, როგორც ჟარგონი ბრიტანეთის მაღალი კლასის საზოგადოებაში მეოცე საუკუნეში დამკვიდრდა.)

რაც შეეხება სტატიას, ის საქართველოს შესახებ მოკლე ინფორმაციით იწყება, ავტორი მკითხველს ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობასა და მსოფლიოში ცნობილი ქართველი დიზაინერების, დემნა გვასალიას, რია ქებურიასა და ატელიე კიკალას შესახებ უყვება. (სამწუხაროდ მას გამორჩა ან არ იცოდა, რომ ასევე ქართველია კინო და პოპ ვარსკვლავების საყვარელი დიზაინერის დავიდ კომა.)

მოკლე შესავალის შემდეგ ვოგი მკითხველს მისი აზრით ყველაზე მოდურ 9 ქართველ ქალბატონს აცნობს. ესენი არიან: ქეთევან გვარამაძე, ნინო ელიავა, მარიამ სიჭინავა, მარიამ კობერიძე, ელენე მეტრეველი, თამუნა წიკლაური, ანკა ციციშვილი და თაკო ნაცვლიშვილი, რომელსაც მსოფლიო მოდის სამყარო ამ სტატიის გარეშეც კარგად იცნობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100