სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სერგეი ლავროვმა ბუჩაში მომხდარს „დადგმული აქტი“ და „ყალბი თავდასხმა“ უწოდა

“მორიგი ყალბი საინფორმაციო თავდასხმა განხორციელდა ქალაქ ბუჩაში, მას შემდეგ, რაც ქალაქი რუსმა სამხედროებმა შეთანხმებისა და გეგმის მიხედვით დატოვეს,“ – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ აქვეყნებს.

როგორც ლავროვი აცხადებს, დეზინფორმაციის გავრცელება უკრაინისა და დასავლეთის მიერ განხორციელდა.

„მოხდა ყალბი ვიდეოკადრების ინსცენირება, რომელიც ახლა უკრაინის წარმომადგენლებისა და მათი დასავლელი პატრონების მიერ ყველა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში ვრცელდება,” – აღნიშნა ლავროვმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100