სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ონლაინ-სანთელი "ეკლესიაში" და ლოცვები - ბიძინა ივანიშვილისთვის

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ყველაზე მეტად პოპულარული და „გაზიარებადი“ ეს ვებ-გვერდი გახდა, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ონლაინ-ეკლესიის ერთგვარ ვარიანტს წარმოადგენს. ეს რუსული საიტი საშუალებას გაძლევთ არათუ სახლიდან გაუსვლელად, არამედ კომპიუტერის მონიტორს მოუცილებლად აანთოთ სანთელი წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ხატის წინ, გადაშალოთ ბიბლია, მოძებნოთ ლოცვები და წაიკითხოთ ისინი ასევე ონლაინ-რეჟიმში.

გვერდზე შესული აღმოაჩენთ, რომ ანიმაციის სხავადასხვა ადგილას მაუსის მიახლოებასთან ერთად ჩნდება მითითებები: „აიღე სანთელი“; „გადაშალე წიგნი“; „აირჩიე ლოცვა“.

ამისთვის მთავარია მონდომება, კომპიუტერი, ლოცვის სურვილი და მაუსი გქონდეთ, რომლის საშუალებითაც „აიღებთ“ სანთელს, მიიტანთ კანდელთან, აანთებთ, გადაშლით ლოცვანს და წაიკითხავთ...

ქართულმა სინამდვილემ ეს „მახვილგონივრული“ რუსული პროექტი მაშინვე „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს მოარგო. „ფეისბუქის“ უამრავმა ქართველმა მომხმარებელმა, მათ შორის, სტატიის ავტორმაც მიიღო პირად შეტყობინებებში გზავნილი, ონლაინ-სანთელი აუნთონ და ლოცვები აღუვლინონ ბიძინა ივანიშვილს. გზავნილის ტექსტი, რომლის სკრინშოტი სტატიას ერთვის ტან, ასე გამოიყურება:

„ქართული სულისკვეთება: batono bidzina, gmertma daglocot da gagadzlierot(მითითებულია ზემოთაღნიშნული, რუსული ვებ-გვერდის ბმული -ლ.ბ.). გახსენი... ხატთან სანთლების ყუთი რომაა მაუსი მიიტანე სანთელი ამოიღე და შანდალთან მიიტანე, სანთელი ჩადე და აინთება“ (სტილი დაცულია).

რაც შეეხება თვითონ რუსული ვებ-გვერდის ამ პროგრამის ანოტაციას, ის ასე ჟღერს:

„ეს პროექტი დამზადებულია, პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეკლესიაში სიარული არ ძალუძთ. რა თქმა უნდა, ეკლესიის სულიერ გამოცდილებას ეს პროექტი ვერ შეცვლის. ის მოწოდებულია, თუნდაც მცირე დოზით დაეხმაროს ადამიანებს განწმენდაში და მისცეს ძალა, იძლევა საშუალებას, კიდევ ერთხელ ვთქვათ უარი ყოველდღიურ ამაოებაზე და მივმართოთ ღმერთს“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100