სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა

81 წლის ასაკში ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა.

ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსის დიაგნოზით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ქართველი მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნების მუშაკი, საგუნდო დირიჟორი, ანზორ ერქომაიშვილი 1968 წლიდან ვოკალურ ანსამბლ „რუსთავს“ ხელმძღვანელობდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღრები“.

2008 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი ოზურგეთის საარჩევნო ოლქიდან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარდგინებით. 2009 წლიდან შეწყვიტა საკანონმდებლო საქმიანობა და გახდა ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით. ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“ (1980), „შავი შაშვი ჩიოდა“ (1988).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100