სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კონკურენციის სააგენტოს დასკვნით, აიპლიუსის მიერ კონკურენციის შესახებ კანონის დარღევევა არ დადასტურდა

კონკურენციის სააგენტომ არ დააკმაყოფილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის კომპანია აიტექნიკის საჩივარი, რომლის მიხედვითაც აიტექნიკი iPhone+ს სხვა კომპანიებთან კარტერულ გარიგებაში ადანაშაულებდა.

სააგენტოს კვლევის თანახმად არ დასტურდება, რომ აიპლიუსმა დაარღვია კონკურენციის კანონი და ხელოვნურად ჰქონდა ბაზარზე დაბალი ფასები, სააგენტოს დასკვნით აიპლიუსის დაბალი ფასები ბუნებრივი პროცესი იყო.

კონკურენციის სააგენტომ არ დადასტურდა, რომ iPhone+მა Facebook-გვერდები “მატყუარა აიტექნიკის” და “iTechnics Georgia”- ს შექმნა. ამ ეპიზოდზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიუროს მიერ ჩატარებული კველვითაც არ დადასტურდა აიპლიუსის ბრალეულობა.
კონკურენციის სააგენტო ასევე არ დაეთანხმა აიტექნიკის საჩივრის იმ ნაწილს, სადაც ვალერიან ცერცვაძის კომპანია iPhone+-ს facebook გვერდის გაუქმებას ედავებოდა. სააგენტომ დაასკვნა, რომ აიპლიუსს ვერ ექნებოდა შესაძლებლობა გაეუქმებინა Facebook-გვერდი, გვერდს აუქმებს მხოლოდ Facebook-ი.

აიპლიუსის წარმომადგენლების განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე თავის ძალაუფლებას იყენებდა და რამდენიმე მიმართულებით - სასამართლოში და კონკურენციის სააგენტოში დაიწყო ბრძოლა საკუთარი კომპანია აიტექნიკის კონკურენტის iPhone+ის წინააღმდეგ.

“ვალერიან ცერცვაძეს გეგმები ჩაეშალა, კონკურენციის სააგენტომ უარი უთხრა შეთითხნილ ბრალდებებს ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას რომ ყველგან დავადასტუროთ, რომ აბსურდული ბრალდებებით ვალერიან ცერცვაძე საკუთარი ძალაფლების გამოყენებას არ ერიდებოდა”, - აცხადებენ iPhone+ ში.

ამასთან, კონკურენციის სააგენტოს დასკვნის თანახმად, ვალერიან ცერცვაძის კომპანია აიტექნიკმა სასაქონლო ნიშანი “საქპატენტში” დაარეგისტრირა 2016 წლის 4 აპრილს, შესაბამისად განსაკუთრებული უფლება სასაქონლო ნიშან "აიტექნიკზე" ცერცვაძის კომპანიას წარმოეშვა 2016 წლის 4 აპრილიდან. კონკურენციის სააგენტოს განმარტებით, ვებ-გვერდ iTecnics.ge 2016 წლის 4 აპრილამდე ვერ იქნებოდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციად დაკვალიფიცირების საფუძველი.

ორ Apple-ის ტექნიკის რეალიზატორ კომპანია აიტექნიკსა და iPhone+სს შორის დავა ამ დრომდე გრძელდება. აღნიშნული დავის მიზეზით ვალერიან ცეცვაძემ სასამართლოში დაკავებული ერთ-ერთი მაღალი თანამდებობდა დატოვა, თუმცა აიპლიუსში ცერცვაძის მიერ თანამდებობის დატოვებას ფარსს უწოდებენ, კომპანიაში აცხადებენ, რომ ვალერიან ცერცვაძე თვენახევრით ადრე თანამდებობიდან გადადგა იმისთვის, რომ საკუთარი ახლობელი დაეტოვებინა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100