ლეონიდ ჩერნოვეცკი: “სახელმწიფო, როდესაც მოქალაქეს გადაუდებელ დახმარებას აღმოუჩენს, იმწამსვე ითავისუფლებს თავს პასუხისმგებლობისგან მის შემდგომ ბედზე!”
ლეონიდ ჩერნოვეცკიმ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კიდევ ერთ პრობლემაზე ისაუბრა: „მეგობრებო, დღეს მსურს თქვენი ყურადღება ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემაზე გავამახვილო, რომელიც უკავშირდება მძიმედ დაავადებული, მარტოხელა, სოციალურად დაუცველი ადამიანების ტრანსპორტირებას საავადმყოფოებში, მათთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
თუ ასეთ პაციენტს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმწვავდება და ესაჭიროება სასწრაფო სამედიცინო ჩარევა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ის საავადმყოფოში მიჰყავს, მაგრამ შინ აღარ აბრუნებენ! შესაბამისად, ღატაკი, მარტოხელა, მწოლიარე ავადმყოფი, რომელსაც არც ფული აქვს და არც ახლობლები ჰყავს, იძულებულია სახლში დამოუკიდებლად მიდიოდეს!
ეს უბრალოდ დაუშვებელია! გამოდის, რომ სახელმწიფო, როდესაც მოქალაქეს გადაუდებელ დახმარებას აღმოუჩენს, იმწამსვე ითავისუფლებს თავს პასუხისმგებლობისგან მის შემდგომ ბედზე! ამ საცოდავებს მხოლოდ ისღა რჩებათ, კეთილი ხალხის იმედად იყვნენ.
განა, სახელმწიფო არ უნდა ცდილობდეს გაჭირვებული მოქალაქეების ხვედრი შეამსუბუქოს? მათი სტაციონარიდან შინ დაბრუნება ხომ ყველაზე მცირეა, რითაც შეიძლება ხელისუფლება დაეხმაროს!
ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას ეს მწვავე საკითხი დაუყოვნებლივ გადაწყვიტოს და იზრუნოს იმაზე, რომ სოციალურად დაუცველი, მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვული პირები უფასოდ მიიყვანონ როგორც საავადმყოფოში, ასევე, სახლშიც!“ - წერს ჩერნოვეცკი სოციალურ ქსელში.
კომენტარი