სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მომდევნო კვირაში, ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს

მეტეოროლოგები ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო შეშფოთებულნი არიან. საქართველოს მასშტაბით, ბოლო დღეებში დაფიქსირებულმა ჰაერის ტემპერატურამ, პიკს მიაღწია. როგორც სინოპტიკოსები იტყობინებიან, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ტემპერატურა +40 გრადუსს გადააჭარბებს. პროგნოზი მთლიან საქართველოზე ვრცელდება, მაგრამ დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთთან შედარებით, მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, მხოლოდ შავი ზღვის სანაპირო ზოლის გამოკლებით, რადგან აქ ზღვის გავლენით, ტემპერატურა მთელ საქართველოში არსებულზე 4–5 გრადუსით ნაკლები იქნება.

სინოპტიკოსები ასეთი ტემპერატურის შენარჩუნებას მთელი კვირის განმავლობაში ვარაუდობენ, უფრო გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთებისგან კი თავს იკავებენ, რადგან გრძელვადიანი პროგნოზი, არასანდოა. სავარაუდოდ, ასეთი მაღალი ტემპერატურა აგვისტოს პირველ კვირამდე შენარჩუნდება. სპეციალისტები დილის ათი საათიდან საღამოს 5 საათამდე მზეზე ყოფნისაგან, ალკოჰოლისა და ფიზიკური დატვირთვისაგან თავის შეკავებას და სითხის დიდი რაოდენობის მიღებას გვირჩევენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100