"ლიბერთი ბანკის" ბრენდის დესპანმა, ირაკლი ბოლქვაძემ წარმატებულად იასპარეზა
"ლიბერთი ბანკის" ბრენდის დესპანმა, ირაკლი ბოლქვაძემ წარმატებულად იასპარეზა ყატარის ქალაქ დოჰაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ირაკლიმ 200 მეტრზე ბრასი 2:12.17 წამში გაცურა, გააუმჯობესა საკუთარი დრო და საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა. ამავდროულად ირაკლიმ მსოფლიო ვარსკვლავებთან პაექრობაში 29-ე ადგილი დაიკავა. ეს პირველი შემთხვევაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქართველი მოცურავე მსოფლიოს TOP 30-ეულში შევიდა. აღსანიშნავია, რომ ბოლქვაძეს გადატანილი ოპერაციის გამო თვეზე მეტი გაუცდა.
მორიგი შეჯიბრი ირაკლი ბოლქვაძეს ზაფხულში, რუსეთის ქალაქ ყაზანში ექნება, სადაც მსოფლიოს საწყლოსნო ჩემპიონატზე გამოვა. ასევე გაზაფხულიდან ის რიოს ოლიმპიადის ლიცენზიისთვისაც იბრძოლებს.
კომენტარი