სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში მიემგზავრება

საქართველოს პრემიერმინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში მიემგზავრება.

ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოს 11 სექტემბერს ეწვევა. აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, გაიმართება საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა. პირისპირ შეხევდრის დასრულების შემდეგ კი აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციის წევრებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.

ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ–მინისტრის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ესტუმრება ალიევის ცენტრს და ძველი ქალაქის ქუჩებში გაისეირნებს.

საქართველოს დელეგაცია პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას 12 სექტემბერს დატოვებს.

დელეგაციაში ასევე შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ვიცე–პრემიერი კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სავალან მირზოევი, პარლამენტის წევრები, ზურაბ ტყემალაძე და მახირ დარზიევი, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100