ყაჩაღობები, უკანონო იარაღის ამოღება და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები
გთავაზობთ, დღეს 25 აპრილს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.
მთავრობის სხდომა სახელმწიფო კანცელარიაში - მინისტრებმა სამსაათნახევრის განმავლობაში 37 საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის, მინისტრებმა ჯანდაცვის სამინისტროს ორი საკითხი განიხილეს.
დავით სერგეენკოს განმარტებით, მინისტრთა კაბინეტმა იმსჯელა და დაამტკიცა ეროვნული სასწავლო ცენტრის დასრულებისთვის საჭირო ბიუჯეტი. სავარაუდოდ, სასწავლო ცენტრი ივნისში გაიხსნება.
მეორე მიმართულება, რაზეც ასევე იმსჯელეს მინისტრებმა, ერთიანი სამედიცინო ბაზის შექმნაა. ორივე მიმართულების დასამთავრებლად,
დავით სეერგენკოს განმარტებით, 5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
თბილისში სტრასბურგიდან დაბრუნდა საპარლამენტო დელეგაცია. ისინი საგაზაფხულო სესიის გახსნას დაესწრნენ.ბიძინა ივანიშვილი ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოვიდა. გაიმართა შეხვედრები ევროსაბჭოსა და ევროპის სასამართლოს ხელმძღვანელ პირებთან. საფრანგეთში ვიზიტი ქართველმა კანონმდებლებმა თბილისის აეროპორტში შეაფასეს.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. ქვეყნის პირველი პირი დალასში ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნის ცერემონიალს დაესწრო.ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილიც ახსენა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გვარის სწორად წარმოთქმა ისწავლა. საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენსაც შეხვდა. მათ ერთად ივახშმეს და ისაუბრეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობასა და ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე.
რა ფორმით აღინიშნება და როგორი იქნება 26 მაისი, დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა ამ საკითხის ორგანიზება დაავალა, ამბობს, რომ ეს იქნება დიდი ეროვნული ზეიმი. მთავრობის წევრების განმარტებით, დეტალების დასაზუსტებლად მუშაობა მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.
"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობას დასაქმებასთან დაკავშირებით მიმართავს.ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, უნდა მოხდეს გადასახადების შემცირება, ასევე ორწლიანი მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. "ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ კერძო კომპანიების შემოწმების უფლება სახელმწიფოს აღარ უნდა ჰქონდეს და ასევე, საექსპორტო ბაზრის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ.
ხმაური სურამში.
ყოფილი ბავშვთა სახლის შენობაში შეჭრილ სოციალურად დაუცველ 19 ოჯახს შენობის დაცლა მოუწევს.პოლიციამ სოციალურად დაუცვლები დღეს საბოლოოდ გააფრთხილა და შენობის დაცლა დღის ბოლომდე მოსთხოვა. გადაწყვეტილებას შენობაში შეჭრილი მოსახლეობისგან წინააღმდეგობა მოყვა. მათი თქმით, წასასვლელი არსად აქვთ და შენობის დაცლას არ აპირებენ. მოსახლეობასთან
დღეს სოფლის რწმუნებული მივიდა. მისი თქმით, შეჭრილებს შენობის დაცლა მოუწევთ.
ცხინვალის
იზოლატორიდან 3 დაკავებული
გაათავისუფლეს. ისინი რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ქერესა და მეჯვრისხევში აიყვანეს. ოსური მხარე მათ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებოდა.
არსენ ლაფაჩი, ელგუჯა ელიკაშვილი და რაჟდენ გინტური იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი პირუტყვს სოფლის სიახლოვეს მწყემსავდნენ. სამივე მათგანმა უკვე დატოვა სამხარეო პოლიციის შენობა.
ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლები გიორგი გ. ნიკოლოზ გ. და ზურაბ მ.ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარებით შეიარაღებული სამი ნიღბიანი პიროვნება გვიან ღამით, თბილისში, დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე ყაჩაღურად თავს დაესხა სადღეღამისო სუპერმარკეტ „ველგანს“.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა აპრილში სამი ყაჩაღობა ჩაიდინეს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე: ბუდაპეშტის ქუჩაზე მდებარე მარკეტი „ბონი“, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე სადღეღამისო მარკეტი და აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიათა ქსელ ,,პოპული“–ს ფილიალი. ბრალდებულებმა სამივე დანაშაული ნიღბებით და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულებმა ღამის საათებში ჩაიდინეს.
ყაჩაღობის შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე - ჟღენტის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მაღაზიიდან გამოსვლისას დააყაჩაღეს. დაზარალებული შპს "ჯორჯიან ბეიკერსის" დისტრიბუტორია. თვითმხილველების განცხადებით, დაზარალებულს თავს ორი მამაკაცი დაესხა და მას ცივი იარაღის მუქარით დიდი ოდენობის თანხა წაართვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ყაჩაღებმა 1000 ლარის ოდენობის თანხა და მობილური ტელეფონი გაიტაცეს.
უკანონო იარაღის
ამოღება.სამართალდამცველებმა მესტიის რაიონის სოფელ ნაკრაში აძა გ-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, "ა-კა-ესის" სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, კარაბინი, მცირეკალიბრიანი
შაშხანა,
"ეფ
1-ის"
ტიპის ხელყუმბარა, 4 მჭიდი და 60 სხვადასხვა დასახელების ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება
საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.
ბზის მოჭრაზე კონტროლი
მკაცრდება. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, სამართალდამრღვევს
ჯარიმა დაეკისრება ყოველი მოტეხილი ტოტისათვის.
გარემოსთვის
მიყენებული
ზიანის სიმძიმის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსით გათვალისწინებული
ჯარიმა
200-დან
600 ლარამდე
მერყეობს,
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
კომენტარი