სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატიმრები კორონავირუსით დაინფიცირებას შეეცადნენ ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების მიზნით

ლოს-ანჯელესის ოლქში მდებარე ციხის პატიმრები კორონავირუსით დაინფიცირებას შეეცადნენ ციხიდან ვადაზე ადრე გამოსვლის მიზნით. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Fox News-ი ადგილობრივ შერიფზე, ალექს ვილანუევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შერიფის განცხადებით, გასულ თვეს სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ სვამდნენ პატიმრები ერთი ბოთლიდან ცხელ წყალს, რათა სიცხე აეწიათ და ერთმანეთს პირბადეს გადასცემდნენ. შერიფმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის უცნობია, დაუდასტურდა თუ არა რომელიმე ამ პატიმარს კორონავირუსით ინფიცირება.

„საშინელებაა იმის გაცნობიერება, რომ ვინმემ შეგნებულად დააინფიციროს თავისი თავი“, - განაცხადა შერიფმა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1.34 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 80 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100