სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი „ამერიკის კინოაკადემიისთვის“ 2015 წლის კანდიდატი ფილმის შერჩევასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი „ამერიკის კინოაკადემიისთვის“ 2015 წლის კანდიდატი ფილმის შერჩევასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენცია ხუთშაბათს, 20 აგვისტოს, 13:00 საათზე ეროვნულ კინოცენტრში გაიმართება. (მის: ზ. გამსახურდიას სანაპირო #4)

პრესკონფერენციაზე განხილული იქნება ის მოთხოვნები და კრიტერიუმები, რომელთა გათვალისწინებითაც სპეციალურად შემდგარმა კომისიამ საქართველოდან 2015 წლის კანდიდატი ფილმი უნდა შეარჩიოს. ასევე ცნობილი გახდება კომისიის წევრთა ვინაობა. (კომისიის რამდენიმე წევრი თავად დაესწრება პრესკონფერენციას.)


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100