დაეხმარნენ თუ არა გიორგი მახარაშვილს ძმაკაცები და ნათესავები გამარჯვებაში?
ორი ვარსკვლავის პირველი სეზონის გამარჯვებულები ირინა ონაშვილი და გიორგი მახარაშვილი გახდნენ. ეს თავისთავად საყურადღებო ფაქტია, თუმცა ფინალის მეორე დღეს გიორგის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაამძაფრა, რის გამოც droni.ge-მ მომღერალთან გასაუბრება გადაწყვიტა.
-ელოდით თუ არა გამარჯვებას და როგორია თქვენი ემოციები?
- გამარჯვებას ველოდი, არა. ძალიან გვინდოდა გამარჯვება და ზოგადად ასე ხდება ხოლმე, ძალიან რასაც მოსურვებ, ალბათ ყველაფერი ხდება და რავიცი ველოდი და აუცილებლად უნდა გაგვემარჯვებინათქო არასდროს ვიძახი არცერთ პროექტში.
-როგორი პარტნიორი იყო ირინა ონაშვილი?
-კარგი პარტნიორი, რომ არ ყოფილიყო აქამდე ვერც მოვიდოდით. ყველა ჟანრი ძალიან კარგად გამოუვიდა ირინას.
-მსგავსი კონკურსების შესახებ ხშირად ამბობენ, რომ ესემესებს გამარჯვებულის ახლობლები აგზავნიან და ყოველთვის ლიდერობს ის ვისაც უფრო შეძლებული სანაცნობო ყავს. ამ მოსაზრების ფონზე საეჭვოდა გაიჟღერა შენს მიერ ფინალის მეორე დღეს ფეისბუქზე გამოქვეყნებულმა სტატუსმა, სადაც ოჯახს და ძმაკაცებს მადლობას უხდიდი (გიორგის სტატუსი იხილეთ ლინკზე: http://droni.ge/?m=9&AID=15889 )
-მე ახლობლებისთვის იმიტომ არ გადამხიდია მადლობა რომ სმს-ები გამომიგზავნეს და მომაგებინეს. მე ეგეთი რამ არ მითქვამს, ანუ ყველა ადამიანს გადავუხადე მადლობა, ვინც ერთი მესიჯი მაინც გამომიგზავნა.
- ანუ საზოგადოებას რომ განვუმარტოთ, შენ არ გაგიმარჯვია ახლობლების გამოგზავნილი სმს-ბით?
- ანუ როგორ, მე დავამესიჯებინე რომ გამემარჯვებინა? სხვებმა როგორ გაიგეს ეგ არ მაინტერესებს, ყოველთვის იმას ვწერ რაც გულით მინდა
- მე ხომ არ გეუბნებით ახლობლებმა გაგამარჯვებინესთქო, უბრალოდ ვამოწმებ ინფორმაციას
- ხოდა არათქო, არ დამიწერია და არ მიგულისხიმია ასე.
- კარგი მაშინ კულისებში გაგონილი „ბოღმიანი“ კომენტარის შესახებ გვიამბე, ეგეც ეწერა შენს ფეისბუქ სტატუსში
- კი ეგ ნამდვილად ითქვა და ყოველთვის იყო, როცა ზურგს უკან რაღაცას გაიგებ. ეგეთ ადამიანებს მე პირადად, პატივს არ ვცემ, ჯობია ასეთები მოვიდნენ და პირდაპირ მითხრან რასაც ფიქრობენ. რაღაცეებს მოვკარი ყური და ვუპასუხე იქვე იმდენად პირდაპირი ვარ.
- ანუ რა სახის რეპლიკა გაიგე?
- დაიცა როგორ თქვა? სამართლიანობა რომ არ არის ამ საქართველოში და რაღაცა.. ვინ გაიმარჯვა რაღაც ასეთი ტექსტები იყო.
- ვინ თქვა ეს?
- მაგას ვერ გეტყვით
კომენტარი