სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მათთვის ხომ მე დაჭრილი მხეცი ვარ, დაჭრილი მხეცი უფრო საშიშია, ასე უყურებენ" - მელია სააპელაციო სასამართლოში მივიდა

„მათთვის ხომ მე დაჭრილი მხეცი ვარ,დაჭრილი მხეცი უფრო საშიშია, ასე უყურებენ,“-ამბობს ნიკა მელია ხელისუფლების წარმომადგენლებზე საუბრისას.

მელია სააპელაციო სასამართლოში უკვე მივიდა. დღეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც მიხედვითაც მელიას გირაო შეეფარდა, თუ მიუსჯიან მას პატიმრობას.

ნიკა მელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი სურვილია, მას არ მიეცეს პოლიტიკური აქტიურობის უფლება. მისი თქმით, როცა საქალაქო სასამართლომ მას გირაოსთან ერთად გარკვეული შეზღუდვები შეუფარდა, მმართველ გუნდში ეგონათ, რომ მას სადეპუტატო უფლებამოსილებაც ეზღუდებოდა. მელიას თქმით, მაშ შემდეგ რაც გაირკვა, რომ მას დეპუტატის მანდატი არ ეზღუდებოდა, არ არის გამორიცხული, რომ ის დღეს დააკავონ.

„მე მათთვის ხომ კოლეგა აღარ ვარ. წარმოუდგენელი რამ გააკეთებინა ბიძინა ივანიშვილმა დეპუტატებს, რომელსაც ბევრი მათგანი ნანობს, მეც ვინანებდი მათ ადგილზე. უნდოდათ ძალიან შედეგი დამდგარიყო პატიმრობა, სიჩქარეში ვერ გათვალეს ბევრი რამ, ახლა არიან ჩიხში, მაგრამ ჩიხი ბევრად ღრმა არის, ვიდრე მათ ეგონათ,“-ამბობს მელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100