სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როდის შეიტანს ნათელაშვილი შევარდნაძის წინააღმდეგ სარჩელს ჰააგაში

შალვა ნათელაშვილმა კარგა ხანია ყურები გამოუჭედა ხალხს – მიხეილ სააკაშვილს მალე დაიჭერენ, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის სარჩელს ვამზადებთო. რაც ნათელაშვილი პოლიტიკაშია, სარჩელების მომზადება-შეტანის მეტი რა უკეთებია, მაგრამ მისი სარჩელის საფუძველზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე და მით უფრო, დაჭერილი კაცი ჯერ არავის უნახავს. მოდით, ახლა ვნახოთ, რა საფუძველი აქვს ჰააგაში გასაგზავნ ლეიბორისტულ სარჩელს და რის გამო უნდა "დაიჭირონ" სააკაშვილი.
დფგდსგდფჰფგჰფ
შალიკოს ერთ-ერთი მთავარი ბრალდება რუსეთ-საქართველოს ომს უკავშირდება. 2008 წლის 7 აგვისტოს სააკაშვილმა ცხინვალის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბაო – გვიმტკიცებს ნათელაშვილი. ახლა ბრალდების არეალი გაშალეს, ცხინვალის რეგიონი დაბომბაო. ალბათ შორს აღარ არ არის დრო, როცა შალიკო და მისი პარტიული ლიდერები საერთოდ გაუბერავენ და ამასაც იტყვიან – ცხინვალში და მის რეგიონში არც რუსის ჯარი ყოფილა, არც რუსი და კავკასიელი "ბოევიკები", არც ოსური სამხედრო ფორმირებები და სააკაშვილი იდგა ერგნეთის მისადგომებთან და ქართველებს ესროდაო. "ლეიბორისტთა" ფანტაზია იმდენად უსაზღვროა, მათი ბრალდებები იმდენად უსაფუძვლოა, ყველაფერია მოსალოდნელი.
დფგდსგდფჰფგჰფ
ნათელაშვილს, ე.წ. რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერებისა არ იყოს, ქართველი ხალხი შტერი და გულმავიწყი ჰგონია. ჰაიდი ტალიავინის დასკვნაში კი სწერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო, მაგრამ იქ ათასჯერაა დაფიქსირებული, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. ხაზგასმით ვიმეორებთ – ქართულმა მხარემ დაიწყო არა ომი, არამედ საბრძოლო მოქმედებები. და სად დაიწყო ეს საბრძოლო მოქმედებები ხელისუფლებამ? საქართველოს ტერიტორიაზე, ცხინვალში და მის მიმდებარე რამდენიმე სოფელში. სხვათა შორის, ცხინვალიც და ე.წ. სამხრეთ ოსეთიც, გაეროსა და ყველა საერთაშორსო ორგანიზაციის მიერ, საქართველოს განუყოფელ ნაწილადაა აღიარებული.
დფგდსგდფჰფგჰფ
საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ჰქონდა კანონიერი უფლება სეპარატისტულ რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად. ქვეყნის ერთიანობისა და საქართველოს მოქალაქეთა დაცვის მიზნით დაეწყო საბრძოლო მოქმედებები. ნათელაშვილი, პრინციპში, ახალს რას ამბობს? ის უკვე მერამდენედ იმეორებს ქართველთმოძულე პუტინის, მედვედევის, ზატულინის, მარკოვის, ლეონტიევის, დუგინის, ბაბურინის ბრალდებას – ომი ქართულმა მხარემ დაიწყო. არადა, ტალიავინი ამბობს, ომი კი არა, საბრძოლო მოქმედებები დაიწყო მიშამ, ომი კი _ რუსეთმაო. რატომღაც, იურისტი ნათელაშვილი ამ ორ ცნებას შორის ("ომი" და "საბრძოლო მოქმედებები") განსხვავებას ვერ ხედავს და საკუთარი ნებით ეწერება ჩვენი ქვეყნის მტერთა იმ სიაში, ზემოთ რომ ჩამოვთვალეთ.
დფგდსგდფჰფგჰფ
რაც შეეხება ცხინვალის დაბომბვას, დრო მოვა და ამ თემის გარშემო დასმულ კითხვებს გაეცემა პასუხი. ცხადია, ისიც აშკარა გახდება, ვიდრე ქართველები გაისროდნენ, რუსულ-ოსურ არტილერიას უკვე გადაბუგული ჰქონდა რამდენიმე ქართული სოფელი, სნაიპერები ხოცავდნენ დიდი ლიახვის სოფლების მცხოვრებლებს.
რატომღაც, შალვა ნათელაშვილს ორი რამ ავიწყდება: 1. ტალიავინის დასკვნაში, თუ ერთხელ ქართული მხარეა გამტყუნებული, იქვე, რუსულ მხარეზე 5 ბრალდება მაინც მოდის და ერთი ამდენიც ოს სეპარატისტებზე; 2. მთლიანობაში, ტალიავინის დასკვნა რუსული მხარისთვის უფრო საფრთხის შემცველია, ვიდრე ქართულისთვის. ისე, თუ ტალიავინის კომისიაზე უფრო კომპეტენტური კომისია გამოიძიებს საბრძოლო მოქმედებების დაწყების მიზეზ-საბაბს, აღმოაჩენს, რომ ქართული მხარის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაცია, რუსი და ოსი მებრძოლების მიერ, ერთკვირიანი პერმანენტული სამხედრო აგრესიის პასუხი იყო.
სხვათა შორის, იქ, სადაც ტალიავინის დასკვნაში წერია, საბრძოლო მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყოო, იქვე წერია შავით თეთრზე, რომ ეს რუსული მხარის პროვოკაციის შედეგი იყო. არც ამაზე ლაპარაკობს ნათელაშვილი – ეტყობა, არ აწყობს რუსების გაღიზიანება.
დფგდსგდფჰფგჰფ
იქნებ ისიც უარყოს ნათელაშვილმა, რომ კოკოითმა რუსების მითითებით 7 აგვისტომდე დაცალა ცხინვალი მშვიდობიანი მოსახლეობისგან და ქართული არტილერიის მასირებული შეტევები არა მოსახლეობის (რომელიც ქალაქში აღარ იყო), არამედ ცხინვალში, საცხოვრებელ სახლებსა და საყოფაცხოვრებო შენობებში განლაგებული რუსეთის რეგულარული არმიის ჯარისკაცების, ოსი და ჩრდილოკავკასიელი "ბოევიკების" წინააღმდეგ იყო მიმართული. რატომღაც, შალვა ნათელაშვილს არ ებადება კითხვა, რა უნდოდათ ცხინვალში რუს სამხედროებს და მათ მძიმე ტექნიკას?
დფგდსგდფჰფგჰფ
საინტერესოა, შალვა ნათელაშვილმა რატომ არ შეიტანა სარჩელი ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ? კაცი სახელმწიფო გადატრიალებით მოვიდა ხელისუფლებაში, აფხაზეთში ომი დაიწყო, 10000 ქართველი ვაჟკაცი ჩაიხოცა ამ ომში, 300 000 კაცი დევნილად აქცია, საერთაშორისო დიპლომატიაში მხარეებად აქცია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმები. გაგანია ომის დროს – პრივატიზაცია ჩაატარა და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ქონების 95 პროცენტი ჩალის ფასად მიჰყიდა თავისი კლანის წევრებს, მრავალი კაბალური, საქართველოსთვის ღირსების შემლახველი ხელშეკრულება გააფორმეს სეპარატისტებთან, რომლითაც საერთაშორისო დიპლომატიაში, დღესაც პრობლემებს უქმნის ქართულ სახელმწიფოს.
დფგდსგდფჰფგჰფ
სარჩელების მოტრფიალე ნათელაშვილს, ეს ყველაფერი, რატომღაც, არ ახსოვს, ამაზე ხმას არ იღებს, რადგან მაშინ თავად იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე და რა უბედურებაც ჩამოვთვალეთ, ის საქმეები და დოკუმენტები სწორედ მისი კომისიის მიერ იყო მოწონებული.
დფგდსგდფჰფგჰფ ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100