პროექტს „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ამჯერად „აქსის თაუერსი“ უმასპინძლებს
„კონცეპტArt“-ის პროექტს „მუსიკა შენს ფანჯრებთან“, რომელიც მაყურებელმა ყველაზე თბილი გამოხმაურებით დააჯილდოვა, 12 თებერვალს „აქსის თაუერსი“ უმასპინძლებს, მომდევნო გაჩერება კი გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში იგეგმება.
მონატრებული მსმენელის ფანჯრებთან აქსის თაუერსის ტერასაზე,
ბექა გოჩიაშვილი დაუკრავს ნიკოლოზ რაჭველთან,
ლევან დეისაძესთან და ზაზა ცერცვაძესთან ერთად. სოლისტები: ნატალია ქუთათელაძე და მარიამ
ჯანჯღავა (Janngo). ერთ-ერთ კომპოზიციაზე
ქორეოგაფიული ნომერს თინათინ წულაძე და ბაჩანა ჭანტურია შეასრულებენ. საღამოს ბახვა
ბრეგვაძე გაუძღვება.
თუკი შენ ვერ მიდიხარ კონცერტზე, კონცერტი
მოვა შენთან - ასეთია საავტორო კონცეფცია, რომლის მიზანია შინ გამოკეტილ
მოსახლეობას გაუზიაროს სიხარული, მოძრავი
სცენით ეწვიოს საკუთარ ეზოში და
გაუმართოს კონცერტი მათთვის ძვირფას
არტისტებთან ერთად.
პროექტის ავტორი - თეონა ჯორბენაძე, მუსიკალური
ხელმძღვანელი - ნიკოლოზ რაჭველი, დამდგმელი
მხატვარი - ვანო ჭელიძე.
პროექტი თბილისის მერიის მხარდამჭერითა და პატრონაჟით
ხორციელდება.
12 თებერვალს კონცეპტArt-ის და აქსისის ფეისბუქ
გვერდებზე 21:30 საათზე ყველა მსურველს ექნება
შესაძლებლობა პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი დაგეგმილ კონცერტს.
პროექტის მასპინძელია - აქსის თაუერსი, თანამედროვე
თბილისის ახალი ლენდმარკი ჭავჭავაძის 37-ში.
კომენტარი