აშშ-ში ცოლ-ქმარმა 10 მლნ დოლარის ღირებულების განძი იპოვეს
აშშ-ს შტატ კალიფორნიაში ცოლ-ქმარმა 1,4 ათასი ცალი უძველესი მონეტა იპოვეს, მათი ღირებულება 10 მილიონი ამერიკული დლარია. როგორც ცნობილია ბედნიერმა წყვილმა განძი ძაღლის გასეირნების დროს, საკუთარ სახლთან ახლოს მიწაში იპოვა.
მონეტები 1847-1894 წლებით თარიღდება. მათ შორის არის ისეთი მონეტებიც, რომელთა ფასიც ერთ მილიონ დოლარს არ აჭარბებს.
განძის მპოვნელმა ბედნიერმა ოჯახმა ჟურნალისტებს სთხოვეს არ დაასახელონ მათი სახელები და არც მონეტების აღმოჩენის ზუსტი ადგილი. წყვილს არ სურს, რომ საზოგადოების ყურადღებით შეწუხდნენ და არც იმის სურვილი არ აქვთ, რომ მათი სახლის ახლოს განძის მპოვნელებმა დაიწყონ მიწის თხრა.
კომენტარი