სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოლდაველები რუსულ თვითმფრინავებს ჩამოაგდებენ

მოლდოვის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვის შესახებ. მისი ძალაში შესვლის დღიდანვე მოლდოვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სტრუქტურას მიეცემა მითითება, ჩამოაგდოს ნებისმიერი საფრენი აპარატი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, მათ შორის, ის თვითმფრინავებიც, რომლებიც რუსეთის სამშვიდობო ძალების მომარაგების მიზნით მოლდოვის საჰაერო სივრცეში რუსეთიდან ხვდებიან.

დნესტრისპირეთის პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადისლავ ფინაგინმა „ნეზავისიმაია გაზეტას“ განუცხადა, რომ „კიშინიოვის სურვილი, გააკონტროლოს საჰაერო სივრცე ნატო–ს ვერტმფრენებითა და თვითმფრინავებით, განპირობებულია რეგიონიდან რუსეთის განდევნის სურვილით და ასევე, ეს არის ტირასპოლზე ზემოქმედების მცდელობა, დნესტრისპირეთის კონფლიქტის დარეგულირებისათვის დიალოგის დაწყების მიზნით“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100