სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავბედით 58-ე რუსულ არმიას ახალი მეთაური ჰყავს

რუსეთის სატანკო დივიზიის ყოფილი მეთაური, გენერალ-მაიორი ანდრეი გურულოვი რუსეთის 58-ე არმიის მეთაურად დაინიშნა.

როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოლქის პრესსამსახური იტყობინება, არმიის ყოფილი მეთაური ანდრეი კარტოპოლოვი დააწინაურეს - ის სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე გახდა.

ახალი მეთაურის წარდგენა 58-ე არმიის შტაბში, ვლადიკავკაზში 28 იანვარს მოხდა. ცერემონიალს ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერი თემურ მამსუროვი და ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ანდრეი გურულევს საპატიო ნიშანი - „ვლადიკავკაზი - სამხედრო დიდების ქალაქი“ გადაეცა. როგორც გურულოვმა განაცხადა, სადღეისოდ არმიის მთავარ ამოცანას ტექნიკური გადაიარაღება წარმოადგენს.

გურულოვმა 1988 წელს დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი, 2008 წელს - სამხედრო აკადემია, 2010 წელს კი - გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია. გურულოვი დაოჯახებულია და სამი შვილი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის 58-ე არმია სსრკ-ს შეიარაღებული ძალების 58-ე არმიის სამართალმემკვიდრეა, რომელიცვ თავის დროზე სამხრეთ საზღვრების დასაცავად შეიქმნა. სწორედ 58-ე არმიის ნაწილები იღებდნენ მონაწილეობას 2008 წელს საქართველოში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100