სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იაპონელებმა F-2-ის წარმოება დაასრულეს

იაპონურმა კომპანიამ Mitsubishi Heavy Industries დაასრულა მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავის, F-2-ის წარმოება, რომელიც მან ამერიკულ კომპანია Lockheed Martin-თან ერთად, F-16 Fighting Falcon -ის ბაზაზე შექმნა. წარმოების დასრულების აღსანიშნავი ცერემონია აიტის პრეფექტურაში, ქარხანა Komakiminami-ის ტერიტორიაზე შედგა, სადაც იაპონიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ეს თვითმფრინავი შეიარაღებაში მიიღეს.

ამგვარი თვითმფრინავების აგებას, იაპონია უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში ახორციელებდა. F-2-ის პირველი ფრენა 1995 წელს შედგა. ის ამერიკული ანალოგისგან გარკვეული დეტალებით განსხვავდებოდა, ღირებულებით კი მას ორჯერ აღემატება. 2010 წლიდან, იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ, მსგავსი თვითმფრინავების პარტიის გამოშვება გადაწყვიტა. 2011 წელს, თვითმფრინავის ასაგებად, ტენდერი გამოცხადდა, სადაც იაპონურთან ერთად, ამერიკულმა კომპანიამაც გაიმარჯვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100