სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალი HUAWEI WATCH GT: თქვენი პროფესიონალი ფიტნეს-ინსტრუქტორი

ფიტნეს მიმართულება სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს და დღეისათვის, სულ უფრო მეტი ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილს წარმოადგენს. ოფისში დასაქმებული ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სამსახურის შემდეგ ვარჯიშს სტრესის დონის შესამცირებლად და ფიზიკური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. თუმცა, უმეტესობამ არ იცის, თუ როგორ ივარჯიშოს სწორად, ხშირ შემთხვევაში კი პროფესიონალი ფიტნეს ინსტრუქტორის დაქირავება ძვირი სიამოვნებაა.

ცოტა ხნის წინ, კომპანია Huawei-მ გამოუშვა HUAWEI WATCH GT, ახალი, სრულყოფილი სმარტ საათი, რომელიც ხასიათდება დიდი გამძლეობით, აქვს დახვეწილი დიზაინი და მრავალი smart ფუნქცია. HUAWEI WATCH GT გაუმჯობესებულია ვარჯიშის მენეჯმენტშიც და მომხმარებლებს სთავაზობს მათზე მორგებულ კურსებს მარათონისთვის მოსამზადებლად, ე.წ. კარდიო ვარჯიშებისთვის და ა.შ. იმისათვის, რომ პროგრამა უფრო ეფექტური იყოს და შედეგიც დადგეს, საათი მომხმარებელს ვარჯიშის შედეგების სრულ ანალიზს სთავაზობს.

HUAWEI WATCH GT-ში თავმოყრილია კარგად დამუშავებული მიდგომები, ეფექტური ვარჯიშები და პროფესიონალური სახელმძღვანელო კურსები.

ბევრი ახალბედა ირჩვევს კერძო გაკვეთილებს, იმისათვის, რომ მწვრთნელმა, მხოლოდ მათზე მორგებული სავარჯიშო კურსი შეურჩიოს. ამის გათვალისწინებით, HUAWEI WATCH GT შექმნილია სპეციალური სავარჯიშო სისტემით, რომლის საშუალებითაც, საათს შეუძლია შემოგთავაზოთ რეკომენდებული პროფესიონალური კურსები საწყისი დონიდან - პროფესიონალურ დონემდე, ჭკვიანურად პერსონალიზებული გადაწყვეტილებები მომხმარებლის შესაძლებლობების გათვალისწინებით.

მაგალითად, დამწყებთათვის HUAWEI WATCH GT პრიორიტეტს აკეთებს სირბილზე და შემდეგ ნელ-ნელა უფრო ართულებს პროგრამებს, მომხმარებლის შესაძლებლობებიდან გამომდინარე. თუმცა, იმ მომხმარებლებს, რომლებიც სისტემატიურად ვარჯიშობენ, საათი მათ უფრო გაძლიერებულ ვარჯიშებს სთავაზობს.

პროფესიონალური ვარჯიშის სისტემით HUAWEI WATCH GT-ს შეუძლია მომხმარებლის სტატუსის მონიტორინგი რეალურ დროში (გულისცემა და ა.შ.). მაგალითად, ინტერვალებით, საათი შეახსენებს მომხმარებელს აჩქარდეს ან შენელდეს, ვარჯიშის დასრულებას ან ვარჯიშის დონის ცვლილებას, რაც ეხმარება მომხმარებელს აკონტროლოს ყველაფერი და სწორად ივარჯიშოს. გარდა ამისა, HUAWEI WATCH GT შეაფასებს ვარჯიშის შემდეგ მიღებულ ეფექტს. საათს შეუძლია წარმოგიდგინოთ ისეთი პროფესიონალური მონაცემები როგორიცაა, ვარჯიშის სტატუსი, დატვირთვა, აღდგენის დრო, VO2 max, და ვარჯიშის საერთო ეფექტი.

TruSeenTM3.0 - გულისცემის მონიტორინგი სავარჯიშო სისტემის გაუმჯობესებისთვის

როგორ შეუძლია HUAWEI WATCH GT-ს მომხმარებლის სტატუსის მონიტორინგი და ინფორმაციის შეგროვება? პასუხი არის ერთი: TruSeenTM3.0 გულისცემის მონიტორინგის ტექნოლოგია, რომელიც Huawei-მ დამოუკიდებლად შექმნა 4 წლის მუშაობის შედეგად.

ამ ტექნოლოგიის საშუალებით, საათს შეუძლია სტაბილურად და აკურატულად მიიღოს ინფორმაცია გულისცემის შესახებ რეალურ დროში. სხვა smart საათებისგან განსხვავებით, HUAWEI WATCH GT გამოირჩევა მაღალი სიზუსტითა და გაუმჯობესებული კავშირით, რომელსაც მიაღწია TruSeenTM3.0 ტექნოლოგიით, როდესაც მომხმარებელი არ ვარჯიშობს, საათი ახდენს ჯანმრთელობის სტატუსის მონიტორინგს.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადსგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100