სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერაყი ფოტოობიექტივში: 2003-2011

„დრონი.ჯი“ გთავაზობთ ერაყში მიმდინარე სამხედრო დაპირიპირების, სამოქალაქო საზოგადოების ყოფის, ჯარისკაცთა ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ ფოტოებს, რომლებიც, ერთად თავმოყრილი, ერთგვარ ფოტორეპორტაჟს ქმნის იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ერაყში 2003 წლიდან დღემდე.

8 წლის წინ, 2003 წლის 20 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, ომი გამოუცხადა ერაყსა და სადამ ჰუსეინს. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ომი ძალიან მალე დასრულდებოდა. ხალხი ბედნიერი იყო, რადგან სადამი გაიქცა, თუმცა მის კვალს ვერ აგნებდნენ. მიუხედავად ამისა, ბუშმა მისია შესრულებულად ჩათვალა, მაგრამ მომდევნო თვეებმა სხვა შედეგი აჩვენა. ერთმანეთს სამკვდრო–სასიცოცხლოდ დაუპირისპირდნენ სუნიტები და შიიტები, ხოლო ორივე ერთად – კოალიციურ ძალებს. ამ ყველაფერმა ერაყი სამოქალქო ომის ცხელ ზონად აქცია.

რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება განსაკუთრებით 2006 წლიდან გამწვავდა. ამავე წელს ლიკვიდირებულ იქნა სადამ ჰუსეინი, თუმცა ბუში აცნობიერებდა, რომ ერაყის ომი მას მოგებული არ ჰქონდა. ალბათ, ამერიკის პრეზიდენტმა სწორედ ამიტომ მიიჩნია საჭიროდ საკუთარი სამხედრო კონტიგენტის 21 000 კაცით გაზრდა. ნელ–ნელა, თითქოს, ყველაფერი კალაპოტში ჩადგა და 2008 წლის 1 ნოემბერს ერაყიდან ჯარების გაყვანის თარიღად 2011 წელი დასახელდა. ერაყში ომი მთავრდება –ამერიკის პრეზიდენტ ბარაქ ობამას ეს მიმართვა, თეთრმა სახლმა გაავრცელა.

ობამამ ერაყს დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო უწოდა, რომელსაც, მისი თქმით, თავისუფლად შეუძლია საკუთარი პოლიტიკური კურსის შერჩევა. ობამას განცხადებით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში ერაყიდან 90 ათასზე მეტი ჯარისკაცი გაიყვანა. მანვე პირობა დადო, რომ 2011 წლამდე ამერიკა თავის ჯარებს ამ ქვეყნიდან მთლიანად გამოიყვანდა. "პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფნისას პირობა დავდე, რომ ამ ომს დავამთავრებდი და ახლა, როცა პრეზიდენტი ვარ, სწორედ ამას ვაკეთებ", – განაცხადა ობამამ.

ძირითადი საომარი ოპერაციები 2010 წლის 24 აგვისტორს დასრულდა და უკვე ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით ქვეყანაში 50 000 სამხედრო, ქვეყანაში, ერაყული ჯარის გასაწვრთნელად დარჩა.ქართველი სამხედროები ერაყშის სამშვიდობო მისიაში, საკმაოდ დიდი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილნი, რასაც ამერიკული მხარე ყოვეთვის ხაზგრასმით აღნიშნავდა. ქართველები, ერაყში პირველად, სამშვიდობო მისიის შესასრულებლად, სამედიცინო ჯგუფი (70 სამხედრო სამედიცინო პერსონალი) და საინჟინრო ოცეული ქ. ტიკრიტში 2003 წელს გაემგზავრნენ. კოალიციური ჯარების შემადგენლობაში 2004 წელს მისიაში მონაწილე სამხედრო მოსასმახურეთა რაოდენობა 300 კაცამდე გაიზარდა, ხოლო 2005 წლიდან კი სამშვიდობო მისიის შესრულება 850 ჯარისკაცმა განაგრძო.

ორი წლის შემდეგ, 2007 წლის ივლისიდან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით ერაყში სამშვიდობო მისიით ქ. ალ კუტში მესამე ქვეითი ბრიგადის 2000 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. 2008 წლის იანვარში III ქვეითი ბრიგადა I-მა ქვეითმა ბრიგადამ ჩაანაცვლა. ბრიგადის პირადი შემადგენლობა სამშვიდობო მისიის შესასრულებლად დისლოცირებული იყო ბაზა “დელტაზე” 1500 ჯარისკაცით, ბაზა “ქლეარზე” – 350 და ქ. ბაღდადში – 150 სამხედრო მოსამსახურით. I ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები სამშობლოში 2008 წლის აგვისტოში დაბრუნდნენ, ქვეყანაში შემქნილი საომარი მდგომარეობის გამო.

რვაწლიანმა ომმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და უფრო მეტი დაასახიჩრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100