„თეგეტა მოტორსის“ ახალი შეთავაზება Tegeta App
„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს მეტი კომფორტისათვის მობილურ აპლიკაციას სთავაზობს. აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს ნებისმიერ მისთვის სასურველ დროს მიიღოს დეტალური ინფორმაცია პირადი ავტომობილის შესახებ, ასევე აკონტროლოთ დანახარჯები და დანაზოგები, იხილოს განხორციელებული მომსახურებების თუ შენაძენების ხარჯთაღრიცხვა და მათი ანალიზი სხვადასხვა ჭრილში. გარდა ამისა თქვენ შეგიძლიათ აპლიკაციის დახმარებით აკონტროლოთ საკუთარი ავტომობილის ისტორია, მიიღოთ აუცილებელი შეხსენება და რეკომენდაციები ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებით. ასევე „თეგეტა მოტორსის“ მობილური აპლიკაციის მეშვეობით თქვენ მარტივად შეგიძლიათ მიიღოთ სრული ინფორმაცია „თეგეტა მოტორსის“ ფილიალების, სერვისების, პროდუქტების და მიმდინარე აქციების შესახებ.
„თეგეტა მოტორსის“ აპლიკაციის დახმარებით თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ „თეგეტა კომფორტის“ მომსახურებით, სპეციალურ ველში მიუთითებთ ავტომობილის დაზიანების შესახებ ინფორმაციას და მისამართს თუ სად იმყოფებით, რის შემდეგაც პერსონალური მენეჯერი მოგაკითხავთ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე და უზრუნველყოფს ავტომობილის სერვისში გადაყვანასა და შეკეთებას. აპლიკაციის დახმარებით თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ წინასწარი ჩაწერის სერვისით, თუ თქვენ გსურთ თავი აარიდოთ შესაძლო ლოდინს და ოპერატიულად მიიღოთ თქვენთვის სასურველი მომსახურება, აპლიკაციის მეშვეობით თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის, ან სერვისების, მისაღებად „თეგეტა მოტორსის“ ნებისმიერ ფილიალში თქვენთვის სასურველ დროს. „თეგეტა მოტორსის“ მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია, როგორც „ანდროიდ“-ის ასევე „იოს“-ის სისტემაზე მომუშავე სმარტფონებისთვის.
„თეგეტა მოტორსი“ უკვე 20 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტო ინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის საქართველოში უმსხვილესი იმპორტიორი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით. დღეისათვის კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით 18 ფილიალითაა წარმოდგენილი. „თეგეტა მოტორსის“ სერვისს ცენტრების მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ, როგორც თბილისში ასევე ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, რუხსა და თელავში.
კომენტარი