"დედიკოს გულო და სულო. შენით მიხარია სიცოცხლე" - ინდირა ჯგერნაიას შვილი 1 წლის გახდა
ინდირა ჯგერნაიას ვაჟიშვილი იუბილარია. შვილს დაბადების დღე მომღერალმა ასე მიულოცა: "ერთი წლის უკან 10 სექტემბერს ჩვენ ერთად დავიბადეთ, ჩემო სიყვარულო და ბედნიერებავ, დედიკოს გულო და სულო. შენით მიხარია სიცოცხლე, აღარც მახსოვს ის წლები აქამდე უშენოდ როგორ ვიცოცხლე, შენ ხარ ჩემი უფლისგან ბოძებული, შეუფასებელი საჩუქარი. უყვარხარ დედას და სანამ ცოცხალია შენთვის იმღერებს და შენთვის გააკეთებს ყველაფერს ჩემო ჟღურტულა, აუცილებლად იქნები კარგი ქართველი და საამაყო ვაჟკაცი, დედის და მამის გულის გამხარებელი და გამათბობელი. დაბადების დღეს გილოცავ დედი ტანში ჟრუანტელი მივლის ახლაც შენი პირველი ტირილი და პირველი სითბო მახსენდება, უფლის წყალობა არ მოგკლებოდეს, მისი ძალა და მადლი შეგეწიოს და გაგაძლიეროს. Happy birthday my love", - წერს მომღერალი.
კომენტარი