სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოფელი სულორი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი - დატბორილი სოფლები იმერეთში

უამინდობა იმერეთში - ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია სამტრედია ბაღდათი, ვანის რაიონის სოფლები. სტიქიის შედეგად წაღებულია შიდა გზები, დაზიანებულია რამდენიმე ხიდი.

ვანში გარე სამყაროს მოწყვეტილია 48 ოჯახი. სტიქიის ზონის სოფლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, განადგურებულია სახნავ სათესი მიწები.

ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მუშაობა უკვე დაიწყო სპეციალურმა ჯგუფმა, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალის აღწერს. თუმცა, ძლიერი წვიმა იმერეთის რეგიონში ამ დრომდე გრძელდება, რის გამოც ჯერჯერობით ზარალის ოდენობა უცნობია.

რთული ვითარებაა ვანის რაიონის კიდევ ერთ სოფელში. სულორის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, უამინდობის გამო, მესამე დღეა მდინარე სულორი კალაპოტიდან გადმოვიდა და მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ადგილობრივების თქმით, ადგილზე ამ დროისთვისაც უამინდობაა, როს გამოც არსებობს მდინარის კიდევ უფრო ადიდების საშიშროება. ადიდებულმა წყალმა შესაძლოა მათ საცხოვრებელ სახლებს ზიანი მიაყენოს.

მათივე თქმით, სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს. ადიდებულმა მდინარემ წაიღო ხიდი. ასევე, საფრთხე ემუქრება საბავშვო ბაღებსაც.

ადგილობრივთა თქმით, გუშინ ადგილზე ვანის რაიონის გამგებელი იმყოფებიდა და მათ დახმარებას დაპირდა

ვიდეო http://rustavi2.com/ka/news/51307

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100