სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცნობილი ქართველები მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ითხოვენ (ვიდეო)

2 ივნისს, 18:00 საათზე, თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ ტარდება აქცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით.

პირველი აქციიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ვთვლით, რომ მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანების ციხეში ჩასმა დაუშვებელია, ვიკრიბებით იმისთვის, რათა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ხელისუფლებას საკუთარი წინასაარჩევნო დაპირება.

ჩვენ ვთვლით, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ცივილიზებული სახელმწიფოები უარს ამბობენ მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანების ციხეში ჩასმის პრაქტიკაზე, ხოლო გაეროს გლობალური კომისია გაეროს წევრ ქვეყნებს მკაფიოდ მოუწოდებს ნარკოკანონმდებლობის შემსუბუქებისკენ, საქართველოს ხელისუფლებამ უმოკლეს ვადებში უნდა შეწყვიტოს მარიხუანას მოხმარების გამო საკუთარი მოქალაქეების სისხლის სამართლებრივი დევნა და შეურაცხყოფა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100