სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაიამელ გოგონას დუნდულები სილიკონის ნაცვლად ცემენტისა და წებოს ნაზავით „გაუზარდეს“

მაიამელი ახალგაზრდა გოგო სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა: ბოლო დროს აშშ–ში მოდაში შემოვიდა შთამბეჭდავი უკანალის ერთ დღეში „გაჩალიჩება“ და მოდას აყოლა რიჩელმაც გადაწყვიტა: თანხის ეკონომის მიზნით ის 30 წლის ქირურგთან, ონილ მორისთან მივიდა, რომელიც ერთდღიან ოპერაციაში სულ რაღაც 700 აშშ დოლარს ითხოვდა.

ოპერაცია მალევე დასრულდა და შედეგი რამდენიმე საათში უნდა დამდგარიყო, მაგრამ გოგონამ ოპერაციის დასრულებისთანავე ძლიერი ტკივილი იგრძნო და ჰოსპიტალს მიაკითხა. შემოწმების შედეგებმა მრავლისმნახველი მედიკოსებიც კი შოკში ჩააგდო: აღმოჩნდა, რომ გოგონას დუნდულებში ცემენტისა და სუპერწებოს ნაზავთან ერთად სპეციალური გელიც იყო შეყვანილი, რომელიც საბურავების დაშვების შემთხვევაში მათ გასაბერად იყიდება და გარკვეულწილად, სიახლეა – საბურავში ამ გელის მოხვედრის შემდეგ მშვიდად შეგიძლიათ უახლოეს სერვის–ცენტრამდე მისვლა.

როცა გოგონამ საიდუმლო გაამხილა, საქმეში პოლიციელები ჩაერთნენ და მორისი დააკავეს. იგი ტრანსსექსუალი აღმოჩნდა, რომელსაც არალეგალური კლინიკა ჰქონდა გახსნილი. რა ტქმა უნდა, ცრუ ქირურგი მაშინვე დააკავეს. უკვე ცნობილია, რომ მან 7.000 აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმა უნდა გადაიხადოს, რაც შეეხება სასჯელს, სასამართლო ამაზე მალე იმსჯელებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100