სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტუმრად ინკლუზიური სწავლების ცენტრში

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ სულიკო თებიძემ და მოადგილემ ნათია სირაბიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მეუღლესთან სოფიო ბაკურიძესთან ერთად ქ.ბათუმის N26 საჯარო სკოლის ინკლუზური ჯგუფის მოსწავლეებს ახალ სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

ქ.ბათუმის N26 საჯარო სკოლაში სწავლობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 57 მოსწავლე ინტეგრირებულ კლასში .

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 14 მოსწავლე სწავლებას გადის შესაბამის კლასში.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2015 წლის მიზნობრივი პროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში განახორციელა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთათვის ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლის პირველი სართულის სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ, მოეწყო საკლასო ოთახები, სახელოსნოები, სამედიცინო კაბინეტი, შესაბამისი სველი წერტილი.
ამ ბავშვებისათვის შექმნილია სპეციალური სწავლების პროგრამა.

დღის პირველ ნახევარში ხორციელდება აკადემიური უნარების განვითარება, დღის მეორე ნახევარში გადიან სახელოსნოებში სწავლებას. მოქმედებს თიხის დამუშავების საამქრო, სადაც ბავშვები სწავლობენ თიხის დამუშავების ტექნოლოგიას და გაფორმებას.
მოსწავლეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სპეციალური მიკროავტობუსი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100