სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მშობლებმა სკოლის მასწავლებელი სახალხოდ სცემეს, რადგან თავიანთი არასრულწლოვანი ქალიშვილი მისგან ორსულად იყო

შემთხვევა ინდოეთში მოხდა - ადგილობრივმა მოსახლეობამ თავად გაასამართლა სკოლის პედაგოგი, რომლისგანაც მოსწავლე გოგონა ორსულად დარჩა.

38 წლის კარე რამბაბუ საჯარო სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა. მოსწავლესთან სექსობრივი ურთიერთობა ერთი წლის წინ დაიწყო. გოგონა იმ დროს მეათე კლასში იყო. მასწავლებელი მას დაბალი ნიშნის დაწერით ემუქრებოდა, თუ მასთან ინტიმურ კონტაქტზე უარს იტყოდა და ერთი წლის განმავლობაში შანტაჟის მეშვეობით ახერხებდა მასზე ძალადობას.
გოგონას თავიდან ეშინოდა და მშობლებს ვერ უმხელდა აღნიშნულს, თუმცა როდესაც ის ორსულობის მეხუთე თვეში იმყოფებოდა, ძლიერი სისხლდენა დაეწყო და საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, სადაც ექიმებმა არასრულწლოვანის მშობლებს უთხრეს მისი ორსულობისა და ნაყოფის დაკარგვის ამბავიც. ისინი ნათესავებთან ერთად მიუვარდნენ სკოლის მასწავლებელს სახლში, ჯერ თავად გაუსწორდნენ ფიზიკურად, შემდეგ კი ადგილობრივი მაცხოვრებლებიც ჩაერთნენ ჩხუბში.
პოლიციამ პედაგოგი დააკავა, რომელმაც კი განყოფილებაში ყველაფერი აღიარა და ახლა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100