აშშ-ის პრეზიდენტობის ბარაკ ობამას ირანთან და რუსეთთან მიმართებაში ადანაშაულებს
ტეხასის გუბერნატორმა, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა რიკ პერიმ შაბათს ნაციონალურ არხზე გამართული დებატების დროს განაცხადა, რომ შესაძლოა, ირანმა რუსეთს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უპილოტო საფრენი აპარატის ტექნოლოგია გადასცეს და ამაში დამნაშავე მოქმედი პრეზიდენტი ბარაქ ობამა იქნება. საუბარია RQ-170 უპილოტო საფრენ აპარატზე, რომელიც, ირანის მტკიცებით, მათმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში ამუშავებდნენ ირანის ტერიტორიაზე სპეცრაზმის გადასროლის გეგმას, რათა უპილოტო საფრენი აპარატი დაებრუნებინათ ან გაენადგურებინათ. ამ საფრენ აპარატს ავღანეთში სადაზვერვო საქმიანობისთვის ფართოდ იყენებს აშშ-ის არმია.
აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ირანმა, რომელმაც მთელი მსოფლიოს თვალწინ მოახდინა აშშ-ის დანაკარგის დემონსტრირება, შესაძლოა, უპილოტო საფრენი აპარატის ტექნოლოგია მის მოკავშირეებს - რუსეთსა და ჩინეთს გადასცეს.
კომენტარი