სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ის რაც აქამდე არავინ იცოდა - რატომ ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა ბრედ პიტის მშობლებს ანჯელინა ჯოლისთან?

ყვითელი პრესა ყოფილი რძლისა და ქმრის მშობლების ურთიერთობაზე ალაპარაკდა - ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შორის რომ გამუდმებით კონფლიქტი იყო, ეს საზოგადოებამ კარგად იცის, თუმცა ურთიერთობა მსახიობსა და დედამთილ-მამამთილს შორის რომ დაძაბული იყო, ამაზე არავინ საუბრობდა.

უცხოური ტაბლოიდები წერენ იმასაც, რომ პიტის დედ-მამა რძალთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობდნენ, თუმცა ჯოლი მათგან თავის არიდებას ცდილობდა, რადგან ყოველი მათი შეხვედრა კონფლიქტით მთავრდებოდა. კამათის თემა ერთი და იგივე - ბავშვების აღზრდის საკითხი იყო. პიტის მშობლები გამუდმებულ შენიშნვებს აძლევდნენ რძალს, რაც ანჯელინას არ სიამოვნებდა.

თავად მსახიობი ჟურნალისტებთან ყოველთვის უსვამს ხაზს ერთ გარემოებას - ის მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევს შვილებს, რათა ასე უფრო დამოუკიდებლები გაიზარდონ. სწორედ ეს მიდგომა აღიზიანებდათ ბებია-ბაბუას. აქვე, ერთ-ერთი ამერიკული გამოცემა იმასაც წერს, რომ ბრედ პიტის პირველი ცოლი ჯენიფერ ენისტონი გაცილებით თავაზიანი და უკონფლიქტო იყო და ამის გამო მსახიობის დედას წინა რძალი უფრო მეტად უყვარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100