სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეკატერინა გუსევა “MAXIM”–სთვის გაშიშვლდა

34 წლის ვარსკვლავი, სერიალ „ბრიგადა“–ს ერთ–ერთი მსახიობი, ჟურნალ “MAXIM”სთვის გაშიშვლდა. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავმა რამდენიმე თვის წინ იმშობიარა, მისი სხეული იდეალურ ფორმაშია.

„მერე რა მოხდა? ოჯახი შევქმენი და დედის მოვალეობას წარმატებით ვასრულებ. ახლა კი ცოტა გართობაც შემიძლია. სხვათა შორის, ძალიან ვნანობ, რომ ორსულობის დროს არ გადავიღე მსგავსი ფოტოები. ცხოვრების ამ ეტაპზე ქალი განსაკუთრებით ლამაზია.“ – განაცხადა მსახიობმა.

ეკატერინა გუსევას განცხადებით, იგი პირველად გაშიშვლდა ფართო საზოგადოების წინაშე. „ სტუდიის კედლები გამჭვირვალე იყო და კარი პირდაპირ ქუჩაში გადიოდა. გარეთ ხალხი სეირნობდა და მანქანები მოძრაობდნენ. ფანჯარასთან კი ნახევრად შიშველი ვიჯექი და ფოტოაპარატის წინაშე ვპოზირებდი. მხოლოდ გადაღების შემდეგ გავიგე, რომ მინას სარკის ეფექტი ჰქონდა და გარედან არაფერი ჩანდა. თუმცა მე არ ვიცოდი და გარკვეული დროის მანძილზე ეს ფაქტი ძალიან მაწუხებდა.“ – გაამხილა მსახიობმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100