სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრემია „წიგნის ქომაგი 2019“ მამუკა ხაზარაძეს გადაეცა

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ პრემიაწიგნის ქომაგი 2019“ მამუკა ხაზარაძესგადასცა. დაჯილდოების ცერემონია მწერალთა სახლში გამართულ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნითღონისძიებაზე გაიმართა.

პრემიაწლის წიგნის ქომაგიასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემა იმადამიანებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოშიწიგნიერების გავრცელებას. პრემიის უმთავრესი პირობაა, რომ დაჯილდოებული ადამიანი თუ ორგანიზაცია არ უნდა იყოსდასაქმებული წიგნის სფეროში და ლიტერატურისა თუ საგამომცემლო სფეროს განვითარება არ უნდა იყოს მისი უშუალო,პირდაპირი მოვალეობა.

მამუკა ხაზარაძეს ჯილდო გადაეცა:

ლიტერატურული პრემიასაბასდაარსებისა და დღემდე ჩატარებული 16 დაჯილდოებისთვის, 3500-მდე შეფასებულიწიგნისა და 151 გაცემული ჯილდოსთვის.

პროექტისთვის #წერექართულად, რომელიც აერთიანებს ქართული ანბანის ციფრულ სამყაროში პოპულარიზაციისინიციატივებს: შრიფტების შექმნის კონკურსს, ქართულ-ინგლისური ლექსიკონის გაციფრულებას და მაიკროსოფტთანერთდ შექმნილ პირველ ქართულენოვან პლატფორმას – kartulad.ge, რომლის მიზანია ქართული ენა დაინერგოსმაიკროსოფტის პროგრამებში.

ელექტრონული წიგნების სახლისთვისსაბა“, სადაც ამ დროისთვის განთავსებულია 5000-ზე მეტი ელექტრონული დახმოვანი წიგნი, ჰყავს 174 000 რეგისტრირებული მკითხველი საქართველოსა თუ უცხოეთში.

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტისთვისქალაქი ბიბლიოთეკა“, რომლის საშუალებითც მკითხველს შეუძლიაგამოიყენოს მწერლების სახელობის ქუჩებსა და სკვერებში წარმოდგენილი უფასო ელექტრონული ბიბილიოთეკა, რამაცთავად ქალაქი აქცია საინტერესო მულტიმედიურ, ლიტერატურულ სივრცედ.

პროექტისთვისიკითხე მთაში!“ რომლის ფარგლებში საქართველოს მთის კურორტებზე დამონტაჟდა უფასოელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდები, ათობით ელექტრონული წიგნით. ასევე, 2015 წელს უფასო ელექტრონულიბიბლიოთეკა განთავსდა თბილისის მეტროშიც.

პროექტისთვისშეხვედრის საბა-ბი“, რომლის ფარგლებშისაბასლაურეატებმა წლის განმავლობაში საქართველოსსხვადასხვა კუთხეში იმოგზაურეს, მწერლები ადგილობრივ მკითხველებს შეხვდნენ, 15-მდე სოფლის სკოლას კი საჩუქრადსპეციალური სამკითხველო კუთხეები დასაბასელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა გადაეცათ.

პროექტწერე ქართულად-ის ახალი კამპანიისთვის, რომლის ფარგლებშიც 2018 წელს ფრაზები ქართულილიტერატურიდან განთავსდა ქალაქის 100-მდე გაჩერებზე, თიბისი ბანკის ფილიალების ეკრანებზე და გარებანერებზე. იგივებრენდინგით დაიბეჭდა ასობით მაისური და სხვადასხვა ტიპის საიმიჯო მასალა, რომელიც საქართველოს მასშტაბითდაურიგდათ აზრის ლიდერებს.

და ბოლოს, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის პროექტში აქტიურიჩართულობისთვისპროექტისწიქარამუზეუმი მუზეუმშიმხარდაჭერისა და რაც მთავარია, ლიტერატურულ კონკურსსაბასდაჯილდოების საზეიმო ცერემონიის ფრანკფურტში, უმაღლეს დონეზე ჩატარებისთვის, რამაც ქართულსალიტერატურო სივრცეს მისცა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმა საერთაშორისო არენაზე თავისწარმოსაჩენად.“

იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წელი გამორჩეული და, ფაქტობრივად, ისტორიული წელი იყო ქართულისალიტერატურო სფეროსთვის, ასოციაციამწიგნის ქომაგისკიდევ ერთი სიმბოლური, სპეციალური ჯილდო გადასცათანამედროვე ქართველ მწერლებსა და გამომცემლებს.

იმისთვის, რომ სამომავლოდ 2018 წელი დაფიქსირდეს როგორც გარდამტეხი თარიღი ქართული საგამომცემლო სფეროსა დალიტერატურის ისტორიაში. ეს ჯილდო, როგორც მუდმივმოქმედი ექსპონატი, გადაეცა საქართველოს პარლამენტისეროვნულ ბიბლიოთეკას წიგნის მუზეუმში გამოსაფენად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100