დავანგრევ, მოვსპობ, გავანადგურებ...
რაც პოლიტიკაში ფეხი შემოდგა, სულ იმუქრება. იქნებ ვინმემ გაიხსენოს ზოგადი პოლიტიკური დაპირებების გარდა, რასაც მასზე ნაკლებად არ გვპირდებიან ბურჯანაძე, კუკავა, გუბაზა და სხვები, პოზიტიური თუ თქვა რამე.
„დავიჭერთ. დავანგრევთ, მოვსპობთ...“, - ეს არის „ქართული ოცნების“ კოალიციის წევრთა დაპირებების კორიანტელი. ახლა ახალი ამბავი გაირკვა. მილიარდერი იმუქრება, როცა ხელისუფლებაში მოვალ, საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტიდან არ დავაფინანსებო (ალბათ მე-9 არხი უნდა გახადოს საზოგადოებრივი მაუწყებელი).
მისი ხასიათი და დამოკიდებულება გამოჩნდა ამ ერთ ფრაზაში. მთელი ცხოვრება საქართველოს მოსახლეობას გული შეუღონეს ქველმოქმედ ბიძინაზე მითებით. მერე როცა მისტიურმა ბიძინამ ხორცი შეისხა და იდუმალი სამყაროდან, მიწაზე დაეშვა, აღმოჩნდა, რომ ეს კაცი, ქველმოქმედი კი არა, ანგარებიანი ძუნწია.
გაჭირვებულები რომ სძულს და შეძლებულებს ეხმარება, იმ მიზეზით, რომ პირველი კატეგორია მას არ სჭირდება, შეძლებულები, ცნობილები და გავლენიანები კი - აწყობს. სად არის ქველმოქმედება და სად სიმდაბლე ფხიზელ გონებაზე განიხილონ, ოლიგარქის ფანებმა.
მისი დღევანდელი განცხადებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ ბიძინა ბოღმიანი კაცია. გასაგებია, რომ რაღაც არ მოსწონს მაგრამ მუქარა, ნგრევა და რეპრესიები რამდენად მისაღებია?
შეიძლება ულამაზესი ხიდი არ მოგწონდეს და იმ შუშის კოლბაზე გიჟდებოდე, სადაც გამომწყვდეული ხარ და რომელიც ძველი თბილისის თავზე დგას, მაგრამ უკვე აშეენებულს, მოქმედს, რომელშიც ათასობით ადამიანის შრომაა ჩადებული რატომ ანადგურებ? ან ტელევიზიას რატომ ანგრევ - ან ხიდს?
ნგრევით რატომ ემუქრები? ან რატომ ხართ დარწმუნებული, რომ საზოგადოება მაინცდამაინც იმ ხიდით მოიხიბლება, რომელსაც თქვენ ააგებთ. „ხიდს ააგებთ“ - ისე, სასხვათაშორისოდ ვთქვით, თორემ თქვენ რისი ამგები ხართ, ყველა ხიდს წვავთ და უკან მოსაბრუნებელ გზას ისპობთ ამ ქვეყანაში.
ან იმაში რატომ ხართ დარწმუნებული, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე უკეთეს ტელევიზიას აფინანსებთ ახლა ან დააფინანსებთ მომავალში? „მეცხრე არხი“ ერთერთი ჩავარდნილი და წარუმატებელი პროექტია, რომელმაც დაადასტურა, რომ ფული გემოვნებას ვერ აყალიბებს.
„მეცხრე არხმა“ და მისმა სულით ჩია დირექტორმა, თქვენი ზეგავლენით თავისი დროის ყველაზე საუკეთესო ტელეწამყვანები „თქვენს ეკას“ დაამსგავსა. ეს ხომ თქვენი სტილია, ვისაც თქვენი ფული უნდა, თქვენ უნდა მოგბაძოთ.
ამიტომაა, „ქართული ოცნების“ წევრ კაცებს სახეზე სტაფილოსფერი რომ დაედოთ. ერთ დროს დახვეწილ და საუკეთესო ნათია ლაზაშვილს კი, სათვალე და ყელზე შემოხვეული შარფიღა აკლია, რომ „მეოცნებე ქალს“ - "ჩემ ეკას" საბოლოოდ დაემსგავსოს.
ვინც არ გგავთ და ვინც არ გბაძავთ, მტრად მიგაჩნიათ - ან ციხეში ჩაგისვამთ ან გაგიგდიათ. რაც არ მოგწონთ და რაც თქვენს გემოვნებაში არ ჯდება, ანგრევთ ან იმუქრებით რომ დაანგრევთ.
ასე შორს ვერ წახვალთ. მთელი საქართველო პატარა ბიძინუშკებად ვერ გადაგვარდება. არადა თქვენ ნამდვილად „ბიძინუშკობისთვის“ უხდით ადამიანებს ფულს და არა დამოუკიდებელი აზრისა და ქმედებისთვის.
კომენტარი