სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანიებს კონკურენციის პირობების დარღვევისთვის მოგების 10%-მდე დააჯარიმებენ

კერძო სექტორს კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევისათვის დააჯარიმებენ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დეტალია კონკურენციის შესახებ კანონ-პროექტში. შეგახსენებთ: კონკურენციის სააგენტოს სახით ქვეყანაში ახალი ძლიერი მაკონტროლებელი იქმნება. პროექტის თანახმად, კომპანიებს შეთანხმებული ფასების დაწესება აეკრძალებათ.

რა ბერკეტები აქვს ახალ უწყებას კომპანიები კანონის მუხლების შემთხვევაში დააჯარიმოს? ირკვევა, რომ ასეთი მექანიზმი სასამართლოა. სააგენტო კონკრეტული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ის იღებს. ჯარიმის ოდენობა სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვაა. მაგალითად სააგენტოსთვის ინფორმაციის მიუწოდებლობა 1000-დან 3000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს. კონკურენციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კი ის შეიძლება წლიური მოგების 10 პროცენტამდე თანხით დააჯარიმონ.

მთავრობის მიერ მომზადებული კანონ-პროექტი პარლამენტშია. თუმცა, როდის დაიწყებს საკანონმდებლო ორგანო მის განხილვას, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100