სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეს ფილმი ჩაწყობით დაფინანსდა პრემიერ გახარიასგან" - აურზაური ნანა ჯანელიძის ფილმის ირგვლივ: რა მოხდა ჩვენებაზე და რას წერს თეა წულუკიანი?

რე­ჟი­სორ ნანა ჯა­ნე­ლი­ძის ფილ­მის "იარე, ლი­ზას" ირ­გვლივ აჟი­ო­ტა­ჟი არ წყდე­ბა. ფილმმა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის გუ­ლის­წყრო­მა გა­მო­იწ­ვია. გუ­შინ კი­ნო­თე­ატრ "ამი­რან­ში" ფილ­მი შუა ჩვე­ნე­ბი­სას, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, და­ტო­ვეს მა­ყუ­რებ­ლებ­მა. ისი­ნი ხმა­მა­ღა­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბით გა­მოთ­ქვამ­დნენ აღ­შფო­თე­ბას ფილ­მის ში­ნა­არ­სის გამო. მა­ყუ­რე­ბელ­თა ნა­წი­ლის პო­ზი­ცი­ით, ფილმში გად­მო­ცე­მუ­ლი ფაქ­ტე­ბი რე­ა­ლო­ბას არ ასა­ხავს. მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, სცე­ნარ­ში, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლისტ ლია ტოკ­ლი­კიშ­ვილს ეკუთ­ვნის, ქარ­თვე­ლე­ბი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად, ხოლო აფხა­ზე­ბი უცოდ­ვე­ლე­ბად არი­ან წარ­მო­ჩე­ნი­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რის მიერ ენ­გურს იქით ხმა­მაღ­ლა და­ძა­ხილ­მა "ბო­დიშ­მა" გა­მო­იწ­ვია. ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ბო­დიშს უხ­დის აფხა­ზებს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ფილ­მის შე­სა­ხებ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა. მისი თქმით, "იარე, ლიზა" რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია" და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მი­თი­თე­ბით არის გა­და­ღე­ბუ­ლი. "სამ­წუ­ხა­როდ, ეს ფილ­მი, რო­მე­ლიც წუ­ლუ­კი­ა­ნის ბრძა­ნე­ბით და­ფი­ნანსდა, რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, ისე­ვე რო­გორც ფარ­ცხა­ლა­ძის ტროლ­ფაბ­რი­კე­ბი. ჩვენ გვა­გუ­ე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტე­რი­ტო­რი­ის და­კარ­გვას, ამის­თვი­საც მოკ­ლეს ლა­ზი­კის პრო­ექ­ტი და ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენტს ბოქ­ლო­მი და­ა­დეს იმი­ტომ, რომ ორი­ვე დიდი პრო­ექ­ტი აფხა­ზეთ­თან გვა­ახ­ლო­ებ­და" - და­წე­რა სა­ა­კაშ­ვილ­მა. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ სა­ა­კაშ­ვილს შე­სა­ბა­მი­სი პოს­ტით დღეს უპა­სუ­ხა: "გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ბოლო დროს სხვა­დას­ხვა მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მა­ზე აქ­ტი­უ­რად და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გავ­რცე­ლე­ბულ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს რე­ჟი­სორ ნანა ჯა­ნე­ლი­ძის ფილ­მის - „იარე ლიზა“ - გა­და­ღე­ბა კულ­ტუ­რის ახ­ლან­დელ­მა მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა „ბრძა­ნა“.ამ სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბას სა­თა­ვე და­უ­დო სის­ხლის სა­მარ­თლის დამ­ნა­შა­ვის, ამ­ჟა­მად პა­ტი­მარ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ტყუ­ილ­მა.უპირ­ვე­ლე­სად, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბებთ, რომ ფილ­მე­ბი მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბე­ბით არ ფი­ნანსდე­ბა. რო­გორც ჩანს, სის­ხლის სა­მარ­თლის დამ­ნა­შა­ვეს თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის ხა­ნა­ში ერე­ვა ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბის მი­ნის­ტრის მმარ­თვე­ლო­ბის სტი­ლი. ასე­ვე, შე­ვახ­სე­ნებთ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს, რომ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა 2021 წლის მარ­ტში. კი­ნო­ხე­ლო­ვან­თა ერთი ჯგუ­ფი, მათ შო­რის - რე­ჟი­სო­რი ნანა ჯა­ნე­ლი­ძე, მას დღემ­დე აკ­რი­ტი­კებს ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის რე­ფორ­მის გამო, რო­მე­ლიც ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გამჭვირ­ვა­ლო­ბა­სა და სა­მარ­თლი­ა­ნი კონ­კურ­სე­ბის მო­დე­ლის შე­მუ­შა­ვე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. ფილ­მის - „იარე ლიზა“ - გა­და­ღე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან თავ­და­პირ­ვე­ლად 2019 წელს და­ფი­ნანსდა (300 000 ლარი), მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი კი­ნო­ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის - გაგა ჩხე­ი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კი­ნო­ცენ­ტრმა ფილ­მის გა­და­ღე­ბის­თვის უკონ­კურ­სოდ გა­მო­ყო კი­დევ 240 690 ლარი. 2020 წელს, იმ­დრო­ინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას, უშუ­ა­ლო ჩა­რე­ვით ფილ­მის­თვის და­მა­ტე­ბით, ისევ უკონ­კურ­სოდ, გა­მო­ი­ყო 1 200 000 ლარი. სულ ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად იმ­დრო­ინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა და კი­ნო­ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გაგა ჩხე­ი­ძის, ხელ­შე­წყო­ბით გა­მო­ი­ყო 1 740 690 ლარი." - ნათ­ქვა­მია კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად მი­ნის­ტრ წუ­ლუ­კი­ანს, რო­გორც ის წერს, ფილ­მი ჯერ არ უნა­ხავს, და სა­კუ­თარს აზრს მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მას შემ­დეგ გა­მოთ­ქვამს, როცა ფილ­მს ნა­ხავს. ფილ­მის და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ნის­ტრი აღ­ნიშ­ნავს, რომ ფილ­მი ნანა ჯა­ნე­ლი­ძეს, "ჩა­წყო­ბით" და უკონ­კურ­სოდ და­უ­ფი­ნან­სეს მა­შინ, რო­დე­საც პრე­მი­ე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია იყო. "ამ ფილ­მის ავ­ტო­რი ქალ­ბა­ტო­ნი დღეს ჩემ­გან "იცავს" ქარ­თულ კი­ნოს. ეს ფილ­მი არ მი­ნა­ხავს და ვნა­ხავ აუ­ცი­ლებ­ლად, ვი­ნა­ი­დან მი­ნის­ტრი ამ ქვეყ­ნის შვი­ლია და მა­საც აქვს უფ­ლე­ბა, ჰქონ­დეს აზრი და ამ აზ­რის გა­მოთ­ქმის თა­ვი­სუფ­ლე­ბა (ქალ­ბა­ტო­ნო ნანა!). მით უმე­ტეს, რომ ბევ­რი წელი და­ვა­ხარ­ჯეთ ბევ­რმა ადა­მი­ან­მა იმას, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს ეთ­ქვა სი­მარ­თლე - რუ­სე­თი ოკუ­პა­ცი­ას აგ­რძე­ლებს, ან­წუ­ხე­ლი­ძე, სოფ­რო­მა­ძე და სხვე­ბი ოკუ­პან­ტმა მოკ­ლა და ქარ­თვე­ლე­ბის ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და ჩა­ა­ტა­რა, და რომ აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოა!!! ამ დროს, მე იუს­ტი­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, თქვენ კი ამ ფილ­მს იღებ­დით. ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, ეს ფილ­მი სა­პი­რის­პი­როს არ ამ­ბობს იმი­სა, რაც სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ თქვა ჩვენ­ზე, ქარ­თვე­ლებ­ზე და ჩვენს სი­მარ­თლე­ზე...მაგ­რამ ვნა­ხავ და მექ­ნე­ბა ჩემი აზრი. ჩემი აზრი თუ არ მო­გე­წო­ნე­ბათ, მერე მი­მარ­თავთ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ღია წე­რი­ლით და მოვ­თხოვთ მო­რიგ­ჯერ, რომ გა­მა­ჩე­როს (ასე გეს­მით თა­ვი­სუფ­ლე­ბა და შექ­სპი­რის სო­ნე­ტე­ბი, არა­ვი­ძემ რომ კარ­გად იცო­და)... და ვერ მი­ი­ღებთ სა­სურ­ველ პა­სუხს.ის კი ვიცი, და ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­და­ნაც ვი­სა­უბ­რე წინა კვი­რა­ში, რომ ფილ­მი ჩა­წყო­ბით (!), უკონ­კურ­სოდ (!) და­ი­ფი­ნან­სა რე­ჟი­სორ­მა ნანა ჯა­ნე­ლი­ძემ პრე­მი­ერ გა­ხა­რი­ას­გან. და ახლა ჩა­წყო­ბებ­ზე აწყო­ბი­ლი კი­ნო­ცენ­ტრის რე­ფორ­მას უპი­რის­პირ­დე­ბა. გა­სა­გე­ბია." - წერს წუ­ლუ­კი­ანი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100