რუსულ-ოსური თაფლაკვერები და მათრახი ახალგორელებისათვის
ახალგორის რაიონში სიმშვიდეა, ოღონდ ისეთი, ჩვენში ავისმომასწავებელს რომ ეძახიან. მართალია, არც რუსები და არც ოსები ჯერ იარაღზე არ იყურებიან, მაგრამ რაიონში უამრავმა სხვადასხვა სახის, ათასგვარი დანიშნულების სამხედრო აღჭურვილობამ მოიყარა თავი.
ფსდფსდფს
ფსდფსდფს
საინტერესო მათი ნაირგვარობაა – საჰაერო, სახმელეთო, შეტევითი, თავდაცვითი, ლოკალური და ფართომასშტაბიანი ომის საწარმოებელი... ერთი, საზღვაო-სამხედრო დანიშნულების იარაღი არ შეუტანიათ, რადგან ვერც ქსანი და ვერც ლიახვი ვერ გამოადგებათ მათ გამოსაყენებლად. მოკლედ, რუსები ეზიდებიან და ეზიდებიან საბრძოლო ტექნიკასა და მასალას ახალგორში და, რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი, ჩანს, დიდხანს დარჩება რუს ჯარისკაცებთან ერთად ქართულ მიწაზე. რუსები რამდენიმე სამხედრო ბაზას, აეროდრომსა და რუსი ოფიცრებისა და მათი ოჯახებისთვის საცხოვრებელ კორპუსებს აშენებენ.
ფსდფსდფს
ფსდფსდფს
ერთ სამხედრო ბაზას ცხავატის ხეობაში აშენებენ. უკვე მოზიდულია სამშენებლო მასალა და რამდენიმე დღის წინ საძირკველიც გაჭრეს. ჯერ უცნობია, რა დანიშნულებისა იქნება ეს ბაზა და რა სახის სამხედრო ნაწილი განლაგდება. ბაზა სოფელ ლარგვისის ასახვევთან შენდება. სტრატეგიულად ჩინებული ჩანაფიქრი აქვთ რუსებს. მის ზემოთ მდებარე სოფლებსაც გააკონტროლებენ – მარცხენა ნაწილსა და იქ მიმდებარე სოფლებს, რაც მთავარია, გზას, რომელიც ხეობაზე და მერე ლარგვისისკენ იკვეთება.
ფსდფსდფს
ფსდფსდფს
უფრო მაღლა, სოფელ ყანჩავეთში სამხედრო ბაზის აშენება რუსებმა შარშან დაიწყეს, მაგრამ მერე შეაჩერეს. ახლა ისევ გამალებული სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც შევიტყვეთ, ამ ბაზას რუსები ოსი ჯარისკაცებისთვის აშენებენ. მეთაურობა რუსული იქნება, ოს ახალწვეულებს კი იქ გაწვრთნიან.
ფსდფსდფს
ფსდფსდფს
ცხადია, არამარტო ახალგორში მცხოვრები ოსები გაივლიან ამ ბაზაზე სამხედრო სამსახურს, ცხინვალიდან, ჯავიდან, ზნაურიდანაც ჩამოიყვანენ ოსებს. სავარაუდოდ, აქ სწრაფი რეაგირების სამთო ბატალიონი დაიდებს ბინას, თუმცა შესაძლოა, რუსებმა გეგმა შეცვალონ. ჩვენთვის სულერთია, სათნოების სახლიც რომ გახსნან, მაინც დიდი ხიფათია. აქვე აშენდება მცირე მასშტაბის აეროდრომიც, საამისო სამუშაოები ჩატარებულია, გორაკოვანი ადგილები მოასწორეს და რამდენიმე სახლიც და დაანგრიეს, მათ შორის ოსებისაც. უსახლკაროდ დარჩენილი ოსები სხვადასხვა სოფლებში გადანაწილდნენ, ქართველთაგან მიტოვებულ სახლებში შესახლდნენ. ცხადია, უკეთესი სახლები აირჩიეს და სახნავ-სათესიც მეტი აქვთ, ბაღ-ვენახიცა და საძოვრებიც.
ფსდფსდფს
ფსდფსდფს
რუსები სამხედრო აეროდრომს აშენებენ ახალგორის რაიონის დასაწყისში, თბილისიდან პირველსავე სოფელთან – ახმაჯთან. Mმის სიახლოვეს, გადმოღმა, ქართული პოსტია, მაგრამ არას დაგიდევენ. ცხადია, იქვე განთავსდება მცირე საავიაციო ბაზა და სანავიგაციო სისტემები. ამ ადგილიდან სამასიოდე მეტრის მოშორებით კი შენდება კორპუსები რუსი ოფიცრების ოჯახებისთვის. რამდენსართულიანი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი, სამუშაოები ორიოდე ჰექტარზე მაინცაა გაშლილი, რაც ოცზე მეტ კორპუსს დაიტევს. ამბობენ, იქვე აშენდება საბავშვო ბაღი, სკოლა, საავადმყოფო, კინოთეატრი, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები. სავარაუდოდ, ახალგორის რაიონის ყველა სამხედრო ობიექტზე მოსამსახურე რუსი ოფიცრები ოჯახობით ამ კორპუსებში იცხოვრებენ.
ფსდფსდფს
ფსდფსდფს
თავად ახალგორელები კი შემორჩნენ მშობლიურ სოფლებს. რაიონულ ცენტრში, ახალგორშიც მცირედ არიან ქართველები. ჯერჯერობით, ზოგიერთი მათგანი მცირე კომერციულ საქმიანობასაც აგრძელებს. ზოგს მაღაზია და სასადილო აქვს გახსნილი, ზოგს _ ბენზინგასამართი სადგური, აფთიაქი... ცხადია, მათ ბიზნესს ოსები აკონტროლებენ, ოსებს უხდიან წილს ქართველები, თავის მხრივ ოსები რუს ოფიცრებს უხდიან წილს ქართული ხარკიდან. ახალგორში უმთავრესად ის ქართველები ან მათი შვილები საქმიანობენ, რომელთაც 90-იანი წლების მოვლენებისას, როცა ულტრანაციონალისტურ ლოზუნგებს აყოლილმა ადგილობრივმა მოსახლეობამ ოსების რბევა დაიწყო, ნეიტრალური პოზიცია ეჭირათ, ანდა ოსებს გამოექომაგნენ.
ფსდფსდფს
სიმართლე უნდა ითქვას, ასეთ ადამიანებს სიკეთეს არ უკარგავენ ახალგორში, არც იქ ცხოვრებას უშლიან და ვინც დევნილია, მათ ახალგორში შესვლა-გამოსვლის პრობლემა არა აქვთ. ცხინვალიდან და ვლადიკავკაზიდან დაბრუნებული ოსები ოჯახებით სწორედ იმ ქართველების სახლებში ჩასახლდნენ, რომელთა პატრონებიც იარაღით ებრძოდნენ, საკუთარი სახლ-კარი კი არც გახსენებიათ. ეს შურისძიების პირველი აქტია.
ფსდფსდფს
ფსდფსდფს
ახალგორის რაიონს, 2008 წლის ომის მერე, ედუარდ კოკოითმა გამგებლად ანატოლი მარგიევი დაუნიშნა. მართალია, მარგიევი იძულებული იყო თავის დროზე გადახვეწილიყო ცხინვალში, მაგრამ ახალგორელ კაცს უკან დაბრუნებისას შურისგებაზე არ უფიქრია. რაც შეეძლო, რასაც მისი თანამდებობის ძალა და სიმაღლე აძლევდა, ყველაფერს იყენებდა, რათა ოსებსა და ქართველებს შორის შეტაკება არ მომხდარიყო. არაერთი ტვინგახურებული ოსი დააშოშმინა, რომლებიც ქართველთა აწიოკებას აპირებდნენ.
ფსდფსდფს
ფსდფსდფს
ურთიერთობა აღადგინა თავის ყოფილ კლასელებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან (პროფესიით მშენებელი გახლდათ და აქედან გაქცევამდე სამშენებლო ტრესტში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მისი ტრესტის აშენებულია არაერთი სკოლა და ბაგა-ბაღი, ცხადია, ქართული.). შოვინისტმა ოსებმა ეს არ აპატიეს მარგიევს, იმდენი მოახერხეს, მოახსნევინეს კოკოითს და ცხინვალში გადაიყვანეს სამუშაოდ.
ფსდფსდფს
ფსდფსდფს
ანატოლი მარგიევის შემცვლელი – ვალოდია გაბარაევი კი პირწავარდნილი ანტიქართველია, მისი გამგებლობისას ოსები გათამამდნენ. გაბარაევი ეთნიკურ შუღლს უფრო აღვივებს. სწორედ მისი იდეაა, ცხინვალიდან ჩამოიყვანოს 90-იან წლებში ახალგორიდან წასული 100 ოჯახი და ქართველთა სახლებში შეასახლოს. ეს საკითხი გადაწყვეტილია და დაზამთრებამდე კოკოითი მოაყენებს ახალგორს ამ 100 ოჯახს.
ერთადერთი, ვინც გაბარაევს წინააღმდეგობას უწევს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ახალგორიდან, ალან ჯუსოევია. თავის დროზე ჯუსოევი მარგიევის მოადგილე იყო, მერე ისიც მოხსნეს მარგიევთან ერთად, მაგრამ სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატი გახდა და, როგორც იტყვიან, თავზე გადაახტა გაბარაევს, რადგან მასზე წონიანი პოლიტიკური ფიგურაა. გაბარაევს რაღა დარჩენოდა, ისევ თავის მოადგილედ დანიშნა.
ფსდფსდფს
ამბობენ, ჯუსოევს გაბარაევის მოადგილეობა არაფრად უღირს, რადგან მასზე აღმატებული და დაფასებული კაცია კოკოითის კარზე, მაგრამ, გაბარაევი რომ არ "გაბლატავდეს" ძალიან, ძველ პოსტს იმიტომ დაუბრუნდა, იქიდან კარგად აკონტროლებსო. ისიც მშვიდობის და შერიგების მომხრეა, იმასაც იძახის თურმე, ქართველი დევნილები დავაბრუნოთ, შევურიგდეთ, რაღა გვაქვს გასაყოფიო. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ახალგორიც ჩვენია, ხისტი პოლიტიკით კი ომამდე მივიყვანთ საქმეს და ისევ ჩვენ ვიზარალებთო. იმასაც ამბობენ, ჯუსოითმა კარგად იცის რუსეთიდან წამოსული მილიონების ნაწილი სად და როგორ გაფლანგა კოკოითმა, ისიც, იმ დროს ცხინვალში, კოკოითის ადმინისტრაციაში დასაქმებულმა ვალოდია გაბარაევმა ამ ფულიდან რამდენი მიითვისა, ამიტომაც ვერც კოკოითი უბედავს რამეს და გაბარაევიც ღიად ვერ უპირისპირდებაო. ერთადერთი, რასაც გაბარაევი ახერხებს, დასმენებია.
ფსდფსდფს
ფსდფსდფს
ვნახოთ, რას მოიტანს ეს ნაცნობი რუსული მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკა. ერთი ჩინოსანი ქართველებს ერჩის, მეორე – ესარჩლება. მალე გავიგებთ, მართლა ჩვენი მოკეთეა თუ არა ჯუსოევი, თუ ის და გაბარაევი, ბოროტ და კეთილ მილიციელობანას თამაშობენ.
კომენტარი