დაკავებები გრძელდება, დღეს 10 ნაციონალი დააპატიმრეს
ვრცელდება ინფორმაცია თბილისის საკრებულოს უმრავლესობისა და გამგეობის წევრების დაკავების შესახებ. როგორც თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა კოკი იონათამიშვილმა განაცხადა, საკრებულოს წევრების დაკავება წუხელ მოხდა.
დაკავებულია თბილოსის მერის 2 მოადგილე: დავით ალავიძე და დავით ნინიძე. დაკავებულია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი და საკრებულოს 5 წევრი! ასევე დაკავებულია გლდანის გამგებელი ნოდარ სანდუხაძე, ძველი თბილისის გამგებლის მოადგილე, დიდგორის გამგებელი გოგიტა ნიკოლაძე და ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის ორგანიზაციის თავმჯდომარე დათო ავალიანი!
კომენტარი