სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Express Bank-ის ქსელი რეგიონშიც განაგრძობს გაფართოვებას

თბილისი, 23 აპრილი, 2015 – დღეს Express Bank-ის 2 ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. მომხმარებელს Express Bank-ით სარგებლობა, უკვე ბოლნისში და გორში შემდეგ მისამართებზე შეეძლება: ბოლნისი სულხან-საბას ქ. N101 და გორი სტალინის გამზ. N29. ახალ Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელს საშუალება ექნება მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express განვადებით, Express სესხით და Express ანაბრით.

2015 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ბანკის ახლა, უკვე 91 Express Bank-ის სერვისცენტრი მოქმედებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურებასთან დაკავშირებით, გთხოვთ ეწვიოთ: www.expressbank.ge


###

Express Bank-ის შესახებ:

Express Bank-ი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ბანკია საქართველოში. Express Bank-ი იდეალურია ბანკთან ურთიერთობის დასაწყებად და საბანკო ისტორიის შესაქმნელად. Express Bank-ში სრულდება მარტივი საბანკო ოპერაციები და თითოეულ კატეგორიაში მომხმარებელს მხოლოდ ერთი დასახელების პროდუქტს სთავაზობს. მომხმარებელი მარტივად ხსნის და შეაქვს ფული ანაბარსა და ანგარიშზე, ზედმეტი პროცედურების გარეშე იღებს სესხს და ასეთივე სიმარტივით სარგებლობს ბანკის სხვა მომსახურებითაც. წელიწადში 365 დღე, დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში, მომხმარებელს მარტივად შეუძლია Express Bank-ის სერვისცენტრებში საბანკო ოპერაციების ელექტრონულად შესრულება, ბანკომატის, გადახდისა და ინტერნეტბანკის აპარატების მეშვეობით. Express Bank-ი ყველაზე წარმატებული და მზარდი ქსელია საცალო საბანკო მომსახურების ბაზარზე. ამ დროისთვის საქართველოს მაშტაბით გახსნილია Express Bank-ის 100-მდე სერვისცენტრი და დამონტაჟებულია 2,300-მდე Express Bank-ის გადახდის აპარატი. Express Bank-მომსახურებით უკვე ნახევარმილიონ მომხმარებელზე მეტი სარგებლობს. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.expressbank.ge


###

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100